ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კლაუს ფაიგელს შეხვდა
პოლიტიკა - 15:53, 25 Jul, 2016     1016
​ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ევა ვიტს და კავკასიის რეგიონული ოფისის ახალ დირექტორს, კლაუს ფაიგელს, რომელიც აგვისტოს დასაწყისიდან შეცვლის ამჟამინდელ დირექტორს, ლარს ოერმანს.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ, მწუხარება გამოთქვა ქალაქ მიუნხენში განხორციელებული თავდასხმის შედეგად უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო და სამძიმარი გამოუცხადა გერმანიის მთავრობასა და გერმანელ ერს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა კლაუს ფაიგელს წარმატება უსურვა საქართველოში საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ახალ რეგიონულ დირექტორთან და მის გუნდთან, კვლავ გაგრძელდება პარტნიორობა. ფინანსთა მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ლარს ოერმანს საქართველოში მოღვაწეობისა და თანამშრომლობისთვის.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით, ამჟამად, საქართველოში მიმდინარეობს პროექტები, მათ შორის, ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორებიც არის: ენერგეტიკა, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, დაცული ტერიტორიების განვითარება და დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი გერმანიის მთავრობის დავალებით, საქართველოში ახორციელებს განვითარების პროექტებს დაფინანსებულს შეღავათიანი სესხის და გრანტის სახით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42