საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება. თეა წულუკიანის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილს პროკურატურაში ელოდებიან და მას ნებისმიერ დროს შეუძლია მივიდეს და საგამოძიებო უწყებას მიაწოდოს ინფორმაცია მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ.
"ძალიან დიდი ხანია რაც პროკურატურამ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ბატონ გიორგი პაპუაშვილს ნებისმიერ მისთვის მისაღებ დღეს და დროს ელოდებიან იმისთვის, რომ მოისმინნ მიიღონ ის ინფორმაცია რაც მას აქვს რათა შესაძლებელი იქნეს გამოძიების დაწყება. ამის მეტი დღეს სამწუხაროდ არაფერი გვაქვს სათქმელი, რადგან ადამიანი რომელიც აცხადებს რომ აქვს ზეწოლის შესახებ ინფორმაცია ის პირველ რიგში ამ ინფორმაციის შესახებ უნდა ესაუბრებოდოს მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებს. - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






