,,პრობლემა დაიწყო იქიდან, როცა ქუჩაში დარბოდნენ ,,შტურმავიკები“, ყველას კარგად გვახსოვს, ხან ვის ესხმოდნენ თავს და ხან ვის და მერე 100-ლარიანი ჯარიმით უშვებდნენ. სამწუხაროდ ეს შემდეგ უკვე იღებს მასშტაბურ სახეს, როცა პოლიცია უძლურია, როცა სამართალდამცავები იღებენ ინსტრუქციას, რომ პოლიტიკოსების ცემისთვის ხელი არ დააკაროთ. თვით პოლიციაც კი დაუცველია. ჩვენ ვნახეთ ფაქტები, როცა პოლიციელები სამსახურიდან გაუშვეს იმის გამო, რომ ქუჩაში გააჩერეს თანამდებობის პირის ძმა, ან მეგობარი ქალბატონი და ა.შ“ - აცხადებს შარაშენიძე.
რამდენად ადექვატურია უმრავლესობისა და მთავრობი წევრთა დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე, ექსპერტი ამბობს, რომ ,,მათი განცხადებებიც იყო ხოლმე წამქეზებლური - ,,რა მოხდა, ხალხი გამწარებულია...“ და ა.შ. უმრავლესობის წარმომადგენლებს საერთოდ ჭკუა არ უნდა მოკითხოთ, ესაა უბედურება. ბოლო 4 წელია ეს პრობლემა იზრდება და მივდივართ იქამდე, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მოხდა ზეწოლა მისი ოჯახის წევრზე“ - აღნიშნავს ექსპერტი ,,ნიუპოსტთან“ საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






