ადექვატური რეაგირების იმედი არ არსებობს - პაპუაშვილი პრემიერთან და მთავარ პროკურორთან შეხვედრას არ გამორიცხავს
პოლიტიკა - 13:57, 25 Jul, 2016     1666

საკონსტიტუციო სასამართოს თავმჯდომარესა და საქართველოს პრეზიდენტს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდგომ პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი ასევე მზად არის შეხვდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავარ პროკურორს კი ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს:

„მაშინ, როდესაც განვაცხადეთ ზოგადად ფაქტების შესახებ, მაშინ გამოვთქვი სურვილი და მზადყოფნა, რომ შევხვედროდი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს და მადლობელი ვარ, რომ გამოინახა საშუალება, რომ შევხვედროდი. შემდგომ ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბარი ჩემი თხოვნის საფუძველზე პრემიერ-მინისტრთან და მას ვუთხარი, რომ მე მზად ვიყავი შევხვედროდი და უფრო დეტალურად გვესაუბრა და პრემიერი დამპირდა, რომ უახლოეს დღეებში, როგორც კი იგი მოიცლიდა ამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დამიკავშირდებოდა, მეც მზადყოფნას გამოვთქვამ.

საუბარი გვქონდა დეტალურად იმ ფორმებზე, რა ფორმითაც ხორციელდება ზეწოლა მოსამართლეებზე, იმ შემაშფოთებელ ფაქტებზე, ასევე იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში რეაგირების გარეშე იყო ჩვენი მიმართვები, როგორც მთავარი პროკურატურისადმი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი, იმედი იმისა, რომ ადეკვატური რეაგირება იქნება არ არსებობს. სწორედ ამიტომ, მინდა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გაიზიაროს ეს ინფორმაცია და ერთად მოვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება ადეკვატური რეაგირება მოხდეს, გარანტია ჰქონდეს თითოეულ ჩვენთაგანს იმისა, რომ კი არ გაუარესდება მდგომარეობა, არამედ პირიქით, მოხდება შესაბამისი რეაგირება და სასამართლოს მიეცემა საშალება ნორმალურ ვითარებაში გააგრძელოს თავისი საქმიანობა. ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება იმის მოფიქრება, თუ როგორ შევხვდეთ მთავარ პროკურორს. მე არსად მისვლას არ ვაპირებ, თუ საჭირო იქნება ინფორმაციის მიწოდება, შევხვდები მტავარ პროკურორს“, - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42