,,არაფერი არ ანგრევს ”ეროვნულობას”, როგორც ფოკლორიზებული მასკარადი, როგორც ეროვნულის გადაქცევა კიტჩად”
სოც.მედია - 13:18, 25 Jul, 2016     2610
ქართველი ოლიმპელებისთვის სამოსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს კინომცოდნე გოგი გვახარია:

"ფორმით ეროვნული, შინაარსით სოციალისტური” - სტალინური სოცრეალიზმის მოთხოვნა საბოლოო ჯამში ყველაფერი ეროვნულის მოსპობით დასრულდა. არაფერი არ ანგრევს ”ეროვნულობას”, როგორც ფოკლორიზებული მასკარადი, როგორც ეროვნულის გადაქცევა კიტჩად.

”ეროვნული” არ იქმნება თაღებით, ვაზის ორნამენტებით. ჩოხებით და ჩიხტიპოპებით.. არც ხალხური მუსიკიდან აღებული გაუზარებელი ციტატებით (ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ ქართველი კომპოზიტორები)... ფიროსმანი, დავით კაკაბაძე, პეტრე ოცხელი ეროვნულს დეკორად არ იყენებენ, მათ არ ჭირდებათ ეროვნულით კეკლუცობა... გენიოსები არიან და ”ეროვნულს” ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ატარებენ თავიანთ თავში. დავით კაკაბაძემ იმას მიაღწია, რომ ამ ”ეროვნულიდან”, სწორედ მხატვრული ფორმის შესწავლის შემდეგ, ზეეროვნული შექმნა. ამიტომაც არაა კაკაბაძის სურათები კიტჩი.

ეს ოლიმპიური კოსტიუმები ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე უგემოვნო ვასაძიზმი.. ესაა ”ფორმით ეროვნულის” სტალინური სიმახინჯის ხელახალი აღორძინება ცხოვრების ყველა სფეროში - პოლიტიკაში, საზოგადოებაში, ხელოვნებაში, სპორტში.. როდესაც ეროვნული მუსიკალური ხელოვნების ვარსკვლავები - თითქმის ყველა ერთად - მღერიან სასულიერო პირის მიერ დაწერილ ”ავე მარიას” და თან გვარწმუნებენ რომ ეს ნაწარმოები მუსიკალური კულტურის შედევრია, შეიძლება დაეჭვდე არა მხოლოდ ამ ხალხის მუსიკალურ გემოვნებაში, არამედ იმაში, რომ ეს 30-იანი წლების ეპოქა ჯიუტად არ ცდილობს დაგვანებოს თავი 21-ე საუკუნეში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42