მძღოლი: მოგწონთ? რა უაზრო ტექსტია?
მე: თარგმანია ძალიან ცნობილი სიმღერის.
მძღოლმა რადიო გამორთო და მეხსიერების ბარათზე ქართული სიმღერა ჩართო. დაინტერესდა ვუსმენდი თუ არა ქართულს. მიუგე რათქმაუნდა. თავისი სურვილითვე გადართო ჯო დასენის სიმღერაზე Et si tu n'existais pas-ზე. ჩემს ფიქრებში გართულს მოულოდნელად მძღოლი:თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ ტაქსისტმა საიდან უნდა იცოდეს ფრანგული? ტაქსისტია რა
მე: არა რატომ?
მძღოლმა ფრანგულად დამიწყო საუბარი, შემდეგ გერმანულად შემდგომ უკვე ისტორიაც მოაყოლა
ამას წინათ გოგონა ჩამიჯდა მგზავრთან ერთად, რომელიც უცხოელი იყო. ინგლისურად საუბრობდნენ, ფრანგული მუსიკები, რომ ჩაურთე გაუკვირდა. ქართველმა ინგლისურის მეტი არცერთი ენა არ იცოდა. უცხოელს გაუხარდა, ქართველი გაოცებული დარჩა საიდან ტაქსის მძღოლმა უცხო ენა.
პ.ს სამწუხაროდ ეს არის ჩვენი რეალობა და დამოკიდებულება.
ადამიანები ხშირად საკუთარ შრომას არ სცემენ პატივს. სამყარო სწორედ იმით არის საინტერესო, რომ მრავალფეროვანი პროფესიების ერთობლიობით არის წარმოდგენილი. რომელიმე პროფესია, რომ არ იყოს საჭირო არ იარსებებდა. ვიღაცა მიმტანია, ვიღაცა პრეზიდენტი, ვიღაცა ჟურნალისტი, ვიღაცა მძღოლი, ვიღაცა მოლარე, კონსულტანტი, მინისტრი. ადამიანები ერთმანეთს ყოველდღიურად ხანდახან იმდენად ტკენენ გულს ვერც კი აცნობიერებენ ან უბრალოდ საკუთარ თავს საკუთარ შრომას არ სცემენ პატივს და აკნინებენ. ერთ რამეს ვერ აცნობიერებენ, რომ ჯერ საკუთარ შრომას უნდა სცენ პატივი და დააფასონ, იამაყონ იმ საქმით რასაც ემსახურებიან და შემდეგ ორმაგად დაფასებენ სხვები. შრომა არ ტეხავს.
ერთხელ ერთი ძალიან მაგარი ბიჭი გავიცანი მიმტანად მუშაობდა, ვიცი ძალიან მაგარი სამეგობრო ყავს, რომ ვკითხე შენი მეგობრები რატომ არ დადიან ხოლმე? ღადაობ იმათმა არ იციან მე, რომ მიმტანად ვმუშაობ არ მინდა, რომ გაიგონ.
აი ეს არის ზუსტად საზოგადოების პრობლემა.
ჩვენ ხანდახან ვერც კი ვაცნობიერებთ თუ რაოდენ ვაყენებთ ფსიქოლოგიურ ზიანს ერთმანეთს“-წერს მერსი სულხანიშვილი.
.
მასალის გამოყენების პირობები






