,,გპირდებით ერთ რამეს - შეუქცევად პროგრესს“ - პრემიერმა აბაშა-მარტვილში ოთარ დანელია წარადგინა
პოლიტიკა - 16:40, 24 Jul, 2016     2394
ოთარი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში წამოიწყო უმნიშვნელოვანესი პროგრამები, - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აბაშის მოსახლეობას, მარტვილისა და აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელია წარუდგინა.

„როდესაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზებზე ვმოძრაობთ, ნებისმიერი შეუიარაღებელი თვალისთვის ჩანს სასათბურე, ახალი სამაცივრე მეურნეობები. გაშენებული ხეხილი, რომელიც შედეგებს თანდათან მოიტანს. ამას ყველაფერს მოყვება ახალი საჭიროება გადამამუშავებელი წარმოებების, რაც თავისთავად გააჩენს სამუშაო ადგილებს. ოთარი ძალიან ბევრს მუშაობს ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანის მიმართულებით და უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო რეფორმების ინიციატორი გახლავთ. ეს რეფორმები უკვე დაიწყო და მომავალშიც განხორციელდება. მე მინდა, რომ მას გზა დავულოცო, წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, იგი იქნება ლოკომოტივი არა მხოლოდ აბაშის, არა მხოლოდ მარტვილის, არამედ სამეგრელოსი და მთელი ჩვენი ქვეყნის განვითარების. ის იქნება ერთერთი წამყვანი ძალა ჩვენს გუნდში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ თავისუფალ საარჩევნო გარემოზე და აღნიშნა, რომ დღეს არავინ არავის დევნის.

„დღეს ტელევიზიიდან თავისუფლად ისმის კრიტიკული მოსაზრებები. ხანდახან გულსატკენი და არაობიექტური, მაგრამ ჩვენ ამას ვეგუებით, რადგან ადამიანების თავისუფლება არის უზენაესი, რაზეც უნდა დაემყაროს შემდეგი განვითარება, კეთილდღეობა, ეკონომიკური პროგრესი და ა.შ“,-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელი ფორმატიდან გამომდინარე გპირდებით ერთ რამეს - შეუქცევად პროგრესს, რომელსაც ვერავინ ვერასდროს შეაჩერებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის მთელი რიგი გამოწვევებისა აბაშაში, ჩვენ თითოეულ პრობლემას გავივლით თქვენთან ერთად. ჩვენ გვექნება ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან. ჩავალთ უკლებლივ ყველა სოფელში და შევხვდებით ადგილობრივებს, ყველა სექტორის წარმომადგენლებს“,-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42