„ეს მარის ოთახია... ქუჩაში გაიზარდა, არავინ ჰყავს… გამივრცელეთ, ექიმს ვეძებ“
სოც.მედია - 16:00, 24 Jul, 2016     33893
„ჩვენ ასეთ ადამიანებს "ბოზებს" ვეძახით და გვეზიზღებიან, არადა არიან ჩვეულებრივად, ყველასგან მიტოვებულნი და ყველაზე უბედურები“ - წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში და ამჯერად დახმარებას მარისთვის ითხოვს.

აკა სინჯიკაშვილი: „ეს მარის ოთახია... ქუჩაში გაიზარდა, არავინ ჰყავს. არ ახსოვს რამდენი წლისაა. ამ რაღაც შენობაში გაატარა ზამთარი გათბობის და ფანჯრების გარეშე. არ ჰყავს ახლობლები, არ აქვს პირადობის მოწმობა. დაავადებულია ნერვული დაავადებებით მათ შორის ეპილეფსიით. ხშირად ერევა მეტყველება და ავიწყდება ფაქტები... შესახედაობით მართლა ძვალი და კანია დარჩენილი 40 კგ-ც არ იქნება ალბათ... ავადმყოფობის გამო არ შეუძლია მუშაობა. თავს ირჩენს მეზობლის კურდღლების მოვლით და როცა აღარც საჭმელი აქვს და აღარც წამლები ღამე გადის და ტრასაზე დგება...

ჩვენ ასეთ ადამიანებს "ბოზებს" ვეძახით და გვეზიზღებიან, არადა არიან ჩვეულებრივად ყველასგან მიტოვებული და ყველაზე უბედური ადამიანები. ზოგჯერ საჭმელი მიმაქვს ხოლმე მათთვის, იმიტომ რომ არასოდეს არ აქვთ და სულ შიათ.

პირდაპირ მიწაზე სძინავთ, არცერთს არ აქვს პირადობის მოწმობა და არანაირი საბუთი. ბევრმა არ იცის წერა-კითხვა, და ნებისმიერი მარტივი დაავადება ხშირად მათის სიკვდილით მთავრდება. ერთი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, ერთი ზამთარში გაიყინა და ჩვენით დავასაფლავეთ. გეხვეწებით ნუ შეგვეზიზღება და ადამიანებივით მოექეცით. უმრავლესობა ძალით, ზიზღით და გამოუვალი მდგომარეობის გამო აკეთებს ამას .


ან როგორ მიდიან ასეთ ნახევარ ადამიანებთან ეს საქონელი ტიპები და 5 ლარის სანაცვლოდ მომსახურებას იღებენ .


მარის სასწრაფოდ სჭირდება ექიმები კონსულტაცია, ნევროლოგის პირველ რიგში. თუ ვინმე ხართ ისეთი რომ პირადობის გარეშე გასინჯოთ და წამლები გამოუწეროთ, წამლებს მე ვუყიდი. ხვალ დავპირდი მოვალთქო და აუცილებლად მივალ“.

იქნებ რამდენიმე მაინც გადავარჩინოთ სიკვდილს... თუ ნახავთ და დაელაპარაკებით ნახავთ როგორი უბრალო და საცოდავი გოგოა. გამივრცელეთ იქნებ ვინმე იყოს ასეთი ექიმი ან კლინიკა ...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42