საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ დღეს ფოთის მოსახლეობასმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარუდგინა.
„ირაკლი არის ახალგაზრდა, ენერგიული კაცი, რომელსაც ბიზნესში, კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს დადარწმუნებული ვართ, რომ იგი იქნება ისეთივე წარმატებული საქართველოს პარლამენტში და პოლიტიკაში, როგორც ის იყო დღემდე კერძო სექტორში“,-განაცხადა პრემიერმა.
გიორგიკვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ფოთის უდიდეს პოტენციალზე გაამახვილა და განაცხადა, რომ მთავრობა ფოთის კიდევ უფრო განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„ფოთში ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები, თუნდაც მალთაყვის ზონის რეკრეაციულ ამოქმედებაზე. უნდა დავასრულოთ ისეთი ძირითადი პრობლემების მოგვარება, რომლის გარეშეცშუძლებელია ტურისტული პოტენციალის ამოქმედება. ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ წყალკანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას ფოთში. ფოთელებს აუცილებლად ექნებათ მაღალიხარისხით, ადგილზევე მიწოდებული, ძირეული საყოველთაო ჯანდაცვის სერვისები. უნდა დასრულდეს ისეთი ძირითადი პრობლემების მოგვარება, რომლის გარეშეც შუძლებელია ტურისტულიპოტენციალის ამოქმედება.“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას დაგეგმილ რეფორმებზეც მიაწოდა ინფორმაცია და განათლების სისტემისძირეულად რეფორმირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
ფოთის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახაკალაძემ.
„ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, სადაც ნებისმიერი ადამიანის უფლებები იქნება თანაბრად დაცული. რა თქმა უნდა, ქვეყანაში უნდა იყოს განსხვავებული აზრი, უნდა იყოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო ერთნაირად იაზროვნებს, მერწმუნეთ, რომ წარმოუდგენელიიქნება ქვეყნის განვითარება, წინსვლა“,-განაცხადა კახა კალაძემ.
ირაკლი ხახუბიამ პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვიცი ამქალაქის ტკივილი, ვიცი რა სჭირდება ფოთს და მზად ვარ, თავდაუზოგავად ვემსახურო, როგორც ჩემს ქალაქს, ასევე ჩემს სამშობლოს“,-აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ სიტყვით გამოსვლისას.მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები-რომან კაკულია, ეკა ბესელია და სოსო დანელია.
მასალის გამოყენების პირობები






