მნიშვნელოვანია ცალსახა დაგმობა მსგავსი ტიპის ქმედებების - ანა დოლიძე პაპუაშვილის განცხადებაზე
პოლიტიკა - 20:39, 23 Jul, 2016     2076

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე კიდევ ერთხელ ეხმაურება. ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მსგავს განცხადებებს პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ადეკვატური შეფასებებით უნდა უპასუხონ, რათა მოქალაქეებმა თავი დაცულად იგრძნონ:

„ჩვენ ველოდებით საქართველოს პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პირისპირ შეხვედრას, რომლის შედეგადაც ალბათ უფრო დაწვრილებით გვეცოდინება თავმჯდომარის განცხადებების შესახებ, თუმცა, დღეს მნიშვნელოვანი ის არის, რომ მსგავსი ტიპის საკმაოდ შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა საქართველოს ერთ-ერთმა უმაღლესმა სახელმწიფო თანამდებობის პირმა, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ სახელმწიფო გადმოსახედიდან, რომ ჩვენ ყველამ ადეკვატური დამოკიდებულება დავგეგმოთ მსგავსი განცხადებების მიმართ, განსაკუთრებით იმ ფონზე და იმ ეპოქაში, რომ ასეთი განცხადებები ბევრი ადამიანის მხრიდან გაკეთებულა, სამწუხაროდ არ ვიცით რამდენად მოჰყვა მას ადეკვატური რეაქცია.

ამას შეიძლება მოჰყვეს ორმხრივი რეაქცია, შედარებით მარტივია სამართლებრივი მხარე თუ ყველა მონაწილე ორგანო თუ ინსტიტუტი ჩვენს კანონმდებლობას გულისყურით და ზედმიწევნით შეასრულებს, ეს განცხადება მიღებული უნდა იყოს როგორც შესაბამისი ინფორმაცია არის გამოძიების დაწყების საფუძველი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური მხარე იმ გაგებით, რომ სწორედ ჩვენი წარსულიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაყალიბებთ ახალ სახელმწიფოებრივ კულტურას, მნიშვნელოვანია ცალსახა დაგმობა მსგავსი ტიპის ქმედებების. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით შეხედოს ამ განცხადებებს და ასეთი დამოკიდებულება ყველა მოქალაქეს მისცემს იმის შეგრძენებას, რომ თვითონ იქნება დაცული“, - განაცხადა ანა დოლიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42