III ქვეითი ბრიგადის “ბრავო“ ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა
პოლიტიკა - 18:21, 23 Jul, 2016     9581

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის „ბრავო“ ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. 130 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე ალექსეევკის აეროპორტში დახვდა.

“მინდა თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებით, ვულოცავ მათ სამშობლოში დაბრუნებას და ვუსურვებ წარმატებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ქართველი სამხედროების დასახვედრად აეროპორტში ასევე მივიდნენ: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე; სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე; საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე და სხვა მაღალი რანგის სამხედროები.

„მაზარ-ი-შარიფიდან 130 სამხედრო მოსამსახურე ჩამოვიდა, მათ წარმატებით შეასრულეს თავიანთი მისია. 32-ე ბატალიონის ასეული II ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა ჩაანაცვლა და დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ხსენებული ასეულიც წარმატებით დაგვიბრუნდება. ბიჭებს შინ დაბრუნებას ვულოცავ, ასევე ვულოცავ მათ ოჯახებს და მთელ შეიარაღებულ ძალებს“, - განაცხადა ნიკოლოზ აგლაძემ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის „ბრავო“ ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარ-ი-შარიფში გერმანული კონტინგენტის შემადგენლობაში 7 თვის განმავლობაში მსახურობდა. ქართული ასეული ბაზა „მარმალზე“ სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდა. III ქვეითი ბრიგადის „ბრავო“ ასეული საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა ჩაანაცვლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42