„მარტო ჩემი ნაცნობი 4 ბიჭი მოკვდა 16- დან 22 წლამდე - აფთიაქები ხოცავენ“
სოც.მედია - 14:19, 23 Jul, 2016     35381

„თუ არ იცით სად ხდება ეს, მოდით და მე გაჩვენებთ 30-ზე მეტ აფთიაქს, სადაც ასე კანფეტივით, ურეცეპტოდ იყიდება ეს წამლები“ - წერს სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი და ფსიქოტროპული აბების ურეცეპტოდ გაყიდვას აპროტესტებს - „ამ დილითაც ძლივს გადარჩა 20 წლის ბიჭი“, - ამოიკითხავთ მის მიერ განთავსებულ პოსტში.

აკა სინჯიკაშვილი: „ესე მართლა აღარ შეიძლება უკვე. ამ დამპალი ფსიქოტროპული ტაბლეტების გამო ამ დილასაც ძლივს გადარჩა 20 წლის ბიჭი. ძაან ბევრი გარდაიცვალა და უფრო მეტი ნორმალურად ვეღარ აზროვნებს.

ვაშლზე ადვილად შეგიძლია იყიდო გრიმოდინი, ბაკლოსანი, გაბაგამა, გაბაპენტინი ქსანაქსი, ციკლადოლი და კიდევ ბევრნაირი ძაან საშიში წამალი.

ეს დებილსახა პოლიციელები ამ ბოსელ აფთიაქებში კი არ შედიან და მეპატრონეს კი არ იჭერენ, გამოსასვლელთან დგანან და ამ უტვინო 15 დან 25 წლამდე ბიჭებს იჭერენ, ტაბლეტებით ხელში.

კანონი კრძალავს მაგრამ მაინც არავინ არ იჭერს ამ გათახსირებულ ფარმაცევტებს და მეპატრონეებს. თუ არ იცით სად ხდება ეს, მოდით და მე გაჩვენებთ 30-ზე მეტ აფთიაქს სადაც ესე კანფეტივით ურეცეპტოდ იყიდება ეს წამლები.

მარტო ჩემი ნაცნობი 4 ბიჭი მოკვდა 16 დან 22 წლამდე. დადექით ნებისმიერი საავადმყოფოს მიმღებში და საათში ერთხელ მოჰყავთ გათიშული ბიჭიც და გოგოც. ამ დილას გეუბნებით ჩემ თვალწინ კვდებოდა.

ამ ბავშვებს ნუ დააბრალებთ ამ ყველაფერს, არც იციან რას აკეთებენ. ამ დამპალ აფთიაქებში რომ შეხვალთ თაროებზევე ალაგია წყლიანი ბოთლები, იქვე რომ ჩაყლაპონ და კართან მდგარმა პოლიციამ რომ არ დაიჭიროს. პასუხი რომ მოვთხოვე აფთიაქარს, ასე მითხრა ციხეში ვინ ჩაჯდება მაგასაც გაჩვენებო.

დროზე მიხედეთ სანამ ყველა არ დაწყვეტილა, ჭკუიდან გადასულა და დაბრმავებულა.
თაობის იმედი რომ გაქვთ, ქვეყანა ვინც უნდა ააშენოს, აფთიაქები ხოცავენ.

იქნებ ნახოს ეს პოსტი ვინმემ ვისაც ხელი მიუწვდება ამ ამბავზე. ზოგიერთმა უტვინო ჟურნალისტმა კიდევ მომღერლების ტრაკებზე ბეწვების თვლას, ცოტა სერიოზულად მიხედოს სერიოზულ საქმეებს ქვეყანაში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42