„დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ყველა ,,ნაგავი'' ოქროდ ვაქციე და გავბედნიერდი“ - წერს გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში და ფიქრის მაგიურ ძალაზე საუბრობს.
გია ჯაჯანიძე: „ზოგჯერ შეიძლება ფიქრებმა გვანოს. ფიქრით შედის ჩვენს სულში და სხეულში ბოროტი და კეთილი. ფიქრია ყველაფერი, ის შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს ჩვენი მომავლისთვის. გადაამოწმეთ ფიქრები.
რაზე ან ვიზე ფიქრობ? რას და რატომ ფიქრობ? რა მოგცა ამ ფიქრმა? - ტანჯვა, სიხარული თუ არაფერი...
ტანჯვა დროებითია, სიხარულიც დროებითია, არაფერი კი მარადიული. ფუჭი ფიქრები და ფუჭი საუბარი ქვესკნელისაა. საწყისში და უსასრულობაშია ღმერთი.
ცუდზე ფიქრით, შიშით და აგრესიით შემოდის სხეულში შხამი, რომელიც, მერე ტკივილად იქცევა.
დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ყველა ,,ნაგავი'' ოქროდ ვაქციე და გავბედნიერდი.
ყველაზე ძნელია საკუთარ თავთან ვაღიაროთ ვინ ვართ სინამდვილეში ჩვენ. მე ეს შევძელი, გულზე მომეშვა და განვთავისუფლდი.
მე უკვე ვიცი როგორია ფასკუნჯი. ის ჩემთან გარიჟრაჟზე მოფრინდა. მზის მსგავსად ელვარებდა, გულზე ნამდვილი სავსე მთვარე ეკიდა“.
მასალის გამოყენების პირობები






