"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა პარტიის აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე წარადგინა
პოლიტიკა - 13:13, 23 Jul, 2016     1452
,,თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა“ ირაკლი ალასანიამ პარტიის ახალი აღმასრულებელი მდივანი წარადგინა. თამარ კეკენაძე პარტია ,,თავისუფალ დემოკრატებს“ 2015 წელს შემოუერთდა, დღეიდან კი ის პარტიის რიგებში ახალ პოზიციას დაიკავებს.

,,მინდა წარმოგიდგინოთ, თავისუფალი დემოკრატების ახალი აღმარულებელი მდივანი - თამარ კეკენაძე, რომელიც თავისუფალი დემოკრატების ახალმა გამგეობამ აირჩია. თამარი კოორდინაციას გაუწევს პარტიის რეგიონალური, საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების საქმიანობას.

თამარი თავისუფალ დემოკრატებს 2015 წელს შემოურთდა და რეგიონებში ჩვენი პარტიის გაძლიერება, განახლება ჩაბარდა.

თამარი გავიცანი, როდესაც თავდაცვის სამინისტროში მივედი. ის 2012-2015 წლებში გახლდათ თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამოქალაქო წარმომადგენელი ნატოსა და ევროკავშირში.

საჯარო სამსახურს მიღმა, თამარს ასევე აქვს ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება, გავლილი აქვს პრაქტიკა ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოტტერინგის კაბინეტში და ევროპის მასშტაბით წლების განმავლობაში მუშაობდა ახალგაზრდების ინტერესების დამცველად.

მინდა აღვნიშნო, რომ თამარი ერთადერთი ქართველია, რომელსაც 2008 წელს, ევროპული ღირებულებების გავრცელებისათვის მიენიჭა „წლის ახალგაზრდა ევროპელის“ სტატუსი“, განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

,,მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისთვის და პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პარტიის გამგეობას გამოცხადებული ნდობისთვის.

მაშინ, როდესაც თავდაცვის სამინისტროს 5 უდანაშაულო ადამიანი დააკავეს და ირაკლი ალასანიამ დატოვა თანამდეობა, მე მივიღე ნატოდან და თავდაცვის სამინისტროდან წამოსვლის გადაწყვეტილება.

თავდაცვის სამინისტროში 5 წელი ვიმუშავე. ყველა იმ მნიშვლეოვანი და მტკივნეული რეფორმის განხორციელბა, რამაც ჩვენი ქვეყანის ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ახალ საფეხურზე გადაიყვანა, სწორედ ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში შევძელით. ამიტომ მივიღე თავისუფალ დემოკრატებში გაწევრიანების გადაწყვეტილება, ჩავთვალე რომ, ეს ის გუნდია, რომელთან ერთადაც საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნა რეალური და მართლაც განხორციელებადი იქნებოდა. რადგან პირველად მეძლევა ამ საკითხზე საუბრის შესაძლებლობა, მინდა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ სწორედ იმ 5 უდანაშაულო ადამიანის, მაღალი რანგის პროფესიონალების დამსახურებით შეძლო თავდაცვის სამინისტრომ და საქართველომ, თავდაცვის შესყიდვების სისტემის რეფორმირება, რაც ნატოში ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხად ითვლებოდა წლების განმავლობაში.

საქართველოში დაბრუნებისთანავე, ირაკლი ალასანიასთან ერთად მოვიარე მთელი საქართველო და თავიდან გავეცანი თუ რა მძიმე რეალობაში ვცხოვრობთ დღეს. თითოეული ის ადამიანი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში შევხვდი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას.

ჩემი, როგორც ,, თავისუფალი დემოკრატების" აღმასრულებელი მდივნის, პირველი ამოცანა იქნება 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს უკეთესს და ,,თავისუფალი დემოკრატები" ვართ ის გუნდი, ვისაც გვაქვს ძალა, პროფესიონალიზმი და ამბიცია შევქმნათ უკეთესი ცხოვრება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის“-განაცხადა თამარ კეკენაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42