დავით ნარმანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოს დაესწრო
პოლიტიკა - 10:15, 23 Jul, 2016     1347

თბილისის მერი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის 2016 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, აკადემიური საბჭოს წევრები და ფაკულტეტების დეკანები ესწრებოდნენ.

დავით ნარმანიამ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებები უსურვა. „თქვენთვის, უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებისთვის დღეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო დღეა. მიხარია, რომ ჩემს უნივერსიტეტელებს დღეს ასე ლამაზად შემოსილებს და ბედნიერებს ვხედავ. თქვენ დღეს დაასრულეთ ერთი სერიოზული საფეხური, მაგრამ წინ გაქვთ მნიშვნელოვანი წარმატებები შემდგომ საფეხურებზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველთვის იზრდებოდნენ და დღესაც იზრდებიან აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც იღებენ შესაბამის განათლებას, გამოცდილებას და არაფერს არ იშურებენ იმისთვის, რომ იყვნენ უკეთესები და წინ მიიწევდეს ჩვენი ქვეყანა. ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და მოგვიტანეს აქამდე, ერთსაუკუნოვანი უნივერსიტეტის, ჩვენი უძველესი დედაქალაქისა და სახელმწიფოს სახით, მჯერა, ხვალ და ზეგ თქვენ ჩაიბარებთ წარმატებით ამ სადავეებს და წლების შემდეგ ღირსეულ შემცვლელებს გადასცემთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი დარჩება უნივერსიტეტში, ბევრი კიდევ სხვაგან გააგრძელებს სწავლას, მუშაობას, საზოგადოებრივ საქმიანობას. ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, მინდა გისურვოთ განსაკუთრებული წარმატებები“ - განაცხადა დავით ნარმანიამ

თსუ-ს ბაკალავრიატი 2016 წელს 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და ოცი ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016-2017 სასწავლო წელს 3300-ზე მეტი პირველკურსელს მიიღებს.

საზეიმო ღონისძიება მუსიკალური ჯგუფ „TSU ART” -ის კონცერტით დასრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42