,,რუსეთისთვის ნატო და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მტრის ხატია“ - კაპანაძე ლავროვის განცხადებაზე
პოლიტიკა - 19:25, 22 Jul, 2016     2030
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ რუსეთთან, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს დიპლომატიურ ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი უთავმოყვარეობაა.
ამის შესახებ კაპანაძემ "ნიუპოსტთან" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების აღსადგენად ნაბიჯი თბილისმა უნდა გადადგას, რადგან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ გაწყვიტა.
„საქმე არის ძალიან მარტივად, საქართველომ იმიტომ გაწყვიტა ურთიერთობა რუსეთთან, რომ მან დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და შემდეგ აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოსთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ ასეთ დროს გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი ნაბიჯი. რაც შეეხება იმას, ვინ უნდა აღადგინოს და როგორ, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობები მაშინ აღსდგება, როდესაც რუსეთი უკან დაიხევს მის მიერ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარს იტყვის. ეს არის აუცილებელი წინაპირობა, ამის გარეშე იმედი მაქვს, რომ არავინ დაამყარებს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას, მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებისგან ყველაფერი მოსალოდნელია, ლოგიკა არის ის, რომ სანამ არ იქნება ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მანამდე არ უნდა მოხდეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა"- აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა.
რაც შეეხება, სერგეი ლავროვის კიდევ ერთ განცხადებას, რომ ნატო-მ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო მოქმედებების დაწყება წაახალისა - მსგავს განცხადებებს კაპანაძ,,რუსეთისთვის ნატო და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მტრის ხატია“ - კაპანაძე ლავრობის განცხადებაზეე რუსული პროპაგანდის ნაწილს უწოდებს.
"ეს არის ჩვეულებრივი ცუდი პროპაგანდა, რომელსაც ისინი ეწევიან. დიდი მარცხი იწვნიეს ამ კუთხით 2012 წლამდე, ბოლო წლებში მომძლავრდნენ, რადგან საქართველოსგან არა არის ისეთი მკაცრი პასუხები, როგორიც იყო მის ქმედებებზე. 2008 წლის ომი დაიწყო რუსეთმა, მისი აგრესია იყო საქართველოს წინააღმდეგ და ამას მოჰყვა შემდეგ ოკუპაცია. ჩვეულებრივი რუსული ხაზია პროპაგანდისტული, რომელიც ყველაფერში პირველ რიგში ადანაშაულებს ნატოს, იმიტომ, რომ მისთვის ნატო შიდა მოხმარებიდან გამომდინარე, არის მტრის ხატი, მეორე ეს არის მტრის ხატი საქართველოს წინა ხელისუფლება, რომელიც წინ აღუდგა რუსეთს. ასევე აჩვენა, რომ საქართველოში შესაძლებელია რეფორმების გატარება, ვესტერნიზაცია და ამიტომ ეზიზღება წინა ხელისუფლება“- აღნიშნა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42