ავტობანზე გახშირებული ავარიები - უნდა ყოფილიყო თუ არა ავტობანი 4 ზოლიანი
პოლიტიკა - 19:41, 22 Jul, 2016     9721
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარის გიორგი სეთურიძე "ნიუპოსტთან" არ დასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წინა ხელისუფლების პროექტის მიხედვით ავტობანი 4 ზოლიანი უნდა ყოფილიყო.
"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ზოგადად სურვილი და გეგმები არის, რომ ის ავტობანი მთლიანად გახდეს ოთხზოლიანი, მაგრამ დაფინანსებას დონორებისგან ვიღებთ, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემდეგ. ტექნიკურ-ეკონომიკური დათვალიერება ადგენს, თუ რამდენია გზის თითოეულ მოძრაობა და იმის მიხედვით ხდება პროექტის აქცენტირება. შესაბამისად, ტექნიკურ-ეკონომიკური დათვალიერების შედეგად, გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე გაკეთდეს 2 ზოლიანი გზა, რაც სავსებით საკმარისია არსებული ტრაფიკის გასატარებლად"- აღნიშნა გზების დეპარტამენტის თავჯდომარემ.
გიორგი სუთიძის განცხადებით ახალმა ხელისუფლებამ გამოისყიდა მიმდებარე ტერიტორიები, რითაც გაზარდა საფუძველი იმისათვის, რომ გზა უახლოეს მომავალში 4 ზოლიანი გახდეს.
"რაც შეეხება იმას, თუ რატომ გვაქვს 2 ზოლიანი და არა 4 ზოლიანი, საქართველოში 4 ზოლიანი მოძრაობა დაახლოებით 100 ან ოდნავ მეტი კილომეტრი გვაქვს, დანარჩენ მთელ საქართველოში არის 2 ზოლიანი. უბრალოდ რადგან გზის საფარი იძლევა საშუალებას განვითარდეს მაღალი სიჩქარე, მძღოლები არ ემორჩილებიან რეგულირებას, არღვევენ მოძრაობის წესებს და გვაქვს ასეთი სავალალო შედეგები"- განუცხადა "ნიუპოსტს" სუთიძემ.

ფაქტია, რომ ავტობანზე გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებმა იმატა. მძღოლების გარკვეული ნაწილი ფაქტს არასწორად დაგებულ გზის საფარს უკავშირებს. ნაწილი კი თვლის რომ 2 ზოლიანი გზა არასაკმარისია.
თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე კი აცხადებს, რომ ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მონაკვეთი საავარიო სიტუაციების მომეტებული რისკის ადგილს წარმოადგენს.
მისი თქმით, კონკრეტულად ამ ადგილზე სრულდება ცალმხრივი მოძრაობა და ძალიან მოკლე მონაკვეთში (ისე რომ ავტომობილი ვერ ასწრებს სისწრაფის ,,დაგდებას'') დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან.
ცნობისთვის, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი KIA-ს და BMW-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდნენ ქართველი მორაგბეები - მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე. განსაკუთრებით მძიმეა ქალბატონების მდგომარეობა, ორივე მათანი მართვით სუნთქვაზეა.
ტრაგიკულ შემთხვევას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი - გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია შეეწირა, გარდაცვლილია ასევე ახალგაზრდა გოგო ანი ჩხაიძე.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ბათუმიდან თბილისში მოდიოდნენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42