ხელისუფლება ლავროვის განცხადებას პასუხობს და რუსულ აგრესიაში სააკაშვილს ადანაშაულებს
პოლიტიკა - 18:20, 22 Jul, 2016     5815
2008 წელს რუსეთის ქმედებას ხელი შეუწყო სააკაშვილის გაუაზრებელმა ქმედებებმა - ეს განცხადება "ნიუპოსტთან" "ქართული ოცნების" ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების შეფასებისას გააკეთა.

რუსი დიპლომატი ამბობს, რომ ნატო-მ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო მოქმედებების დაწყება წაახალისა.

ქართველი დეპუტატი კი აცხადებს, რომ 2006 წლის ივლისისთვის საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის გავლენას ორივე რეგიონში აბალანსებდა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ქმედებებმა რუსეთის საშუალება მისცა თავისი აგრესიული ზრახვები სისრულეში მოეყვანა.

"2008 წლის მოვლენების წინა პერიოდზე განცხადება ბევრჯერ გამოკეთებია, 2004 წლიდან მოყოლებული ინტენსიური სვლა იყო სამშვიდობო პროცესის განვითარებისთვის და სერიოზული, თვალსაჩინო მიღწევები იყო ამ თვალსაზრისით - საერთაშორისო თანამეგობრობა თავისი პოლიტიკური მონაწილეობით პრაქტიკულად აბალანსებდა 2006 წლის ივლისისთვის რუსეთის გავლენას ორივე რეგიონში. ერთადერთი ვისაც სურდა ამ ბალანსის დარღვევა, იყო რუსეთის ფედერაცია. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, წინადადების შეთანხმების და იმ საგზაო რუკის, რომელიც ეუთოს მინისტერიალმა 2005 წლის დეკემბერში დაამტკიცა, სააკაშვილმა სხვა გზა აირჩია და საშუალება მისცა რუსეთს აგრესია განეხორციელებინა სტრატეგიულ გეგმაზე. ასე რომ აქ ნატო და დასავლეთი არაფერ შუაშია, პირიქით ისინი მოუწოდებდნენ რუსეთს მოქცეულიყო საერთაშორისო ფორმატებში"- აღნიშნა ვოლსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის მიზანი იყო სამხრეთ კავკასიაში ბაზები ჰქონოდა.

"ამ სტრატეგიას ხელ უშლიდა ერთის მხრივ დასავლეთის სტრატეგია, რომელიც იყო ძალიან გააზრებული და მშვიდობიანი და მეორე მხრივ რუსეთის ქმედებას ძალიან შეუწყო ხელი სააკაშვილის გაუაზრებელმა ქმედებებმა, რომელიც მან გადადგა. ლავროვის განცხადების უკან დგას ძალიან სერიოზული პროცესი, რომლის ყველა ეტაპი აღწერილია გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებებში"- განუცხადა "ნიუპოსტს" დეპუტატმა.

რაც შეეხება რუსი დიპლომატის კიდევ ერთ განცხადებას, რომელიც ლავროვის თქმით, ქართულ-რუსული ურთიერთობების აღსადგენად ნაბიჯი თბილისმა უნდა გადადგას, "ქართული ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ საქართველო სწორედაც დგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით.

"ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებაზე არასდროს გვითქვამს უარი. არც მაღალი რანგის ურთიერთობათა ფორმატში, მაგრამ ჯერ-ჯერობით იმის წინაპირობა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს, როცა რუსეთს დიპლომატიური წარმომადგენლები ჰყავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამის საფუძველი ამ მიზეზებით არ არსებობს. იმედი გვაქვს რომ ასეთი შესაძლებლობა დადგება, თუმცა ამას სერიოზული მუშაობა უნდა, თუმცა წინაპირობა ამ ეტაპზე არ არის"- განმარტა დეპუტატმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42