რუსი დიპლომატი ვლადიმირის ოლქში მიმდინარე ახალგაზრდულ-საგანმანათლებლოფორუმზე გამოსვლისას 2008 წლის აგვიტოს მოვლენებსაც შეეხო და თქვა რომ ნატო-მსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო მოქმედებების დაწყება წაახალისა.
რა განცხადებას გააკეთებს ოფიციალური თბილისი უცნობია, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
თემის შეფასება "ნიუპოსტმა" ჯიპა-ს პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს სთხოვა. ექსპერტი ხელისუფლებისგან მკაფიო განცხადების გაკეთებას არ ელის.
"არამგონია რაიმე ნაბიჯი გადადგას საქართველოს მთავრობამ, ან უპასუხოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მთავრობა, როგორც წესი, ცდილობს ჩუმად იყოს, როცა რუსეთი ლაპარაკობს რაღაცაზე. მერე ლავროვს დღეს ახალი არაფერი უთქვამს - სულ ამბობს, რომ დიპლომატიური ურთიერთობა თქვენ გაწყვიტეთ და აღდგენა თუ გინდათ, ამაზე საუბარი თქვენ დაიწყეთო"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" თორნიკე შარაშენიძემ.
რაც შეეხება სერგეი ლავროვის კიდევ ერთ განცხადებას, რომ ნატო-მ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო მოქმედებების დაწყება წაახალისა, ექსპერტი ამბობს, რომ ეს მითი რუსებმა თვითონ მოიგონეს და დაიჯერეს.
"ეს სისულელე თვითონ მოიგონეს და დაიჯერეს კიდეც. ლავროვის განცხადებებზე არამგონია ქართული მხარის მიერ მკაცრი განცხადებები გაკეთდეს, მითუმეტეს უმრავლესობის მხრიდან. პრორუსული ძალებით სავსეა და მათი პასუხი იქნება - ჩვენ ვიმუშავებთ რუსეთთან, კონსტრუქციული ურთიერთობის მისაღწევად"- განმარტა თორნიკე შარასენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






