„უცნაურად სევდიანად იცქირება ღვთისმშობელი“ - ეს სიტყვები სტამბოლში, აია სოფიას ტაძარში გადაღებული ფოტოს ეკუთვნის. ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით ოსმანთა მიერ, მეჩეთად გადაკეთდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად ითვლება და ხშირად მას მსოფლიოს მერვე საოცრებადაც მოიხსენიებენ. 2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების აღსრულება.
ფოტო სოციალურ ქსელში ზურაბ გურულმა შემდეგი სიტყვებით განათავსა.
აწი ვინ იცის კიდევ როდის ... სევდიანი ღვთისმშობელი
ისტანბულში, აია სოფიას ტაძარში, ჭერზე, იმ კუთხეში, სადაც ადრე, 1453 წლამდე საკურთხეველი იყო, ღვთისმშობლის ფრესკაა. ქვემოთ, მეჰმედ მეორის მიერ აშენებული, მექასკენ მიმართული მიჰრაბია; ზემოთ კი, აქეთ-იქეთ დიდი მწვანე მედალიონები ჩამოუკიდია აბდულმეჯიდ სულთანს მე-19 საუკუნეში.
უცნაურად სევდიანად იცქირება ღვთისმშობელი გიურზებივით ჩაგრეხილ ალაჰის, მუჰამედის, ჰასან-ჰუსეინისა და ხალიფების არაბულ წარწერათა შორის ...
... ერეკლეს დროინდელი საქართველო გამახსენა რატომღაც, ალიასა და ოსმანას მიერ გაწეწილ-განაწილებული, სევდიანად ამაყი და ამაყად სევდიანი; ჯერ კიდევ სახელმწიფოდ წოდებულ-მიჩნეული და მერე კონსტანტინოპოლივით დარდიმანდულად გამეტებულ-დავიწყებული...
მარადიული სევდის დედაქალაქია ისტანბული ...
მასალის გამოყენების პირობები






