"ყველაზე მთავარი, რაზეც აშშ-მ და თურქეთმა შეიძლება ივაჭრონ, ინჯერლიკის სამხედრო ბაზაა"-მამუკა არეშიძე
პოლიტიკა - 16:30, 22 Jul, 2016     5549
ყველაზე მთავარი, რაზეც შეიძლება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თურქეთის ხელისუფლებამ ივაჭროს, ინჯერლიკის სამხედრო ბაზაა.
ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ასევე ვაჭრობის საგნად ქცეული ფეთჰულაჰ გიულენის აშშ-ს მხრიდან თურქეთისთვის გადაცემა არ მოხდება. „მხარდამჭერების რაოდენობის მიხედვით, ფეთჰულაჰ გიულენის ფიგურა აშშ-თვის მნიშვნელოვანია ისლამურ სამყაროში ვითარების მართვისთვის. მისი გადმოცემა არ მოხდება, თუმცა ვაჭრობის საგანი აშშ-ს მხრიდანაც იქნება.
ყველაზე მთავარი, რაზეც აშშ-მ და თურქეთმა შეიძლება ივაჭრონ, ინჯერლიკის სამხედრო ბაზაა არა იმიტომ, რომ სირიაში ისლამისტები დაბომბოს, არამედ იმისთვის, რომ ინჯერლიკი ამ სივრცეში ატომური იარაღის მთავარი საწყობია. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ინჯერლიკი ძალიან სერიოზული ბაზაა და ამერიკელები არ დათმობენ“, -განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ინჯერლიკის ბაზის ხელმძღვანელი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ჩართული არ ყოფილა, თუმცა საქმის კურსში აუცილებლად იქნებოდა. „პროცესებში ჩართული იმდენად ვერ იქნებოდა, რამდენადაც მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია, მაგრამ მისი გაწირვა იმას ნიშნავს, რომ აშშ-მ ერდოღანს დაუთმო. ეს დათმობა არ ნიშნავს, რომ აშშ თურქეთს კიდევ დაუთმობს“, – აღნიშნა მამუკა არეშიძემ. რაც შეეხება ინჯერლიკის ბაზასთან დაკავშირებით საფრთხეების არსებობას, მამუკა არეშიძის განმარტებით, საფრთხე არ არსებობს, რადგან თურქეთიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც ძალიან კარგად აცნობიერებენ ამ ბაზის, როგორც ატომური საწყობის მნიშვნელობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42