ოზურგეთში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებმა სასწრაფოს მძღოლი სცემეს
შემთხვევა - 16:12, 22 Jul, 2016     19263

ოზურგეთში, სასწრაფო დახმარების პერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ბაილეთში მოხდა. ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას პაციენტი გარდაცვლილი დახვდათ, რაშიც ოჯახის წევრებმა სწორედ მედპერსონალი დაადანაშაულეს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც სასწრაფოს ექიმი გვეუბნება, ისინი გამოძახების ადგილზე, მიუხედავად მოუწესრიგებელი გზებისა, რეკორდულად მოკლე დროში, 13 წუთში მივიდნენ:
„გვლანძღავენ, გვაგინებენ, გვისწორდებიან ფიზიკურად, სიტყვიერად. არანაირად სასწრაფო არ არის დაცული. ჩემს გულისტკივილს გამოვხატავ. ვემსახურებით რაიონს, რაც შეგვიძლია ვაკეთებთ და ასე გვიხდიან მადლობას.
გარდაცვლილი დაგვხდა დაახლოებით 80 – 83 წლის ქალბატონი, ღამის სამი საათი იყო, გამოძახება რომ შემოვიდა. ბაილეთში იყო გამოძახება, მისამართიც არ მახსოვს და არც სახელს და გვარს არ დავასახელებ. ასეთ სიტუაციაა, ყოვლად დაუცველია სასწრაფო. 13 წუთში მივედით ზუსტად დანიშნულების ადგილას, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცის, როგორი მოუწესრიგებელია სოფლის გზები. აგრესიულად დაგხვდნენ ძალიან, გინება, ლანძღვა, ფიზიკურად შეეხნენ მძღოლს. მეც მომიქნია ფეხი, წიხლს მირტყმდა მუცელში. განსაკუთრებით აგრესიულად იქცეოდა ახალგაზრდა მამაკაცი, ალბათ გარდაცვლილის შვილიშვილი იყო. რომ დაწყნარდნენ, მოიხადეს ბოდიში, ცხელ გულზე ვერ მოვთოკეთ თავიო.
როგორც ჩვენი რესპონდენტი ქალბატონი გვიყვება, მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის და გამოძახების დროს მედპერსონალი საფრთხის ქვეშ არა ერთხელ ყოფილა:
„ადრეც გვქონია ასეთი შემთხვევა. მაქსიმალურად ვიკავებთ თავს, პატარა რაიონია, ყველას უკან ვიღაცა დგას. კულმინაციურ ზღვარზეა მისული ექიმის და მედპერსონალის დაუფასებლობა. გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს. მაქსიმალურად მოკლე დროში ვახერხებთ გამოძახების ადგილზე მისვლას. ყველას ჩიპები გვიყენია და ამის გადამოწმებაც თავისუფლადაა შესაძლებელი. მძღოლს იმხელა შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელით შეეხნენ, ნაინფაქტარ კაცს დაარტყეს. გავჩერდით ყველა, მთელი ეკიპაჟი, რა გვექნა. ამის რეგულაცია ისაა, რო გამოვიძახოთ პოლიცია, მარა სანამ ის პოლიცია მოვა, კი მოკლავენ ადამიანს. რომ მომხვედროდა ის ფეხი, ძალიან მძიმე ტრამვას მივიღებდი.
ჩვენი დაცვის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. გვცემენ, გვაგინებენ, გვლანძღავენ, მადლობის მაგივრად.
უბრალოდ მინდა, რომ ხალხმაც შეიგნოს, რომ ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, თუ კი რამე დავაშავეთ და პატარა ხარვეზია, გადაჭრელებულია ყველაფერი.
გინებას შეგუებულები ვართ, ამ გინებას ფიზიკური შეურაცყოფაც რომ მოყვება, ესაა უბედურება. დააგვიანეთ, თქვენს გამო მოკვდა, სად ხართ ამდენ ხანსო. 13 წუთში მივედით და კიდევ ასეთი ბრალდებები იყო“.
გულის უკმარისობიანი ქრონიკული ავადმყოფი იყო. მესმის, რომ ოჯახის წევრისთვის ის ასაკოვანიც ოქროა და მოხუცი რომ სიმდიდრეა ოჯახში, ჩვენ ესეც კარგად ვიცით. 13 წუთში რომ მიხვალ ადგილზე და ასეთ შეურაცყოფას მოგაყენებენ-მძიმეა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, არასდროს ჩვენ არაფერი არ გვითქვამს. პაციენტს იქით ვაწყნარებთ. გვაგინებდა კაცი და იქით ვეფერებოდით - დაწყნარდიო. მერე რომ დამშვიდნენ, ბოდიშებიც გვიხადეს, მარა ჯერ თუ მოგვკლეს, მერე ვინ გაგვაცოხლებს? ამხელა ნაინფაქტარ კაცს დაარტყეს და მეც რომ არ გავწეულიყავი, წიხლს მირტყამდა მუცელში. ზოგადად ვართ ძალიან დაუცველები. არ გვეკუთვნის ჩვენ ამისთანა რაღაცა. ძალიან მასობრივი ხასიათი მიიღო ამ ამბავმა. აღარანაირ რეგულაციას აღარ ექვემდებარება უკვე.

უბრალოდ, ძალიან მინდა გაჟღერდეს, ვემსახურებით, არ ვამბობთ არაფერს, ჩვენც გვინდა პატივისცემა, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ავადმყოფთან მისვლა, ამაზეა ლაპარაკი, მეტი არაფერი“-გვითხრა ქალბატონმა.

თეა ისოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42