პაპუაშვილის განცხადებით, თვალთვალი და შანტაჟი იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ამ განცხადებას, გამოხმაურება მოჰყვა ენმ-შიც, როგორც ოთარ კახიძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მთავარ მიზანს უგულავას საქმის გაჭიანურება წარმოადგენს.
“ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი მიზანია, გახმაურებული საქმეების - კერძოდ, გიგი უგულავას და რუსთავი 2-ის საქმეების გაჭიანურება. ხელისუფლების ამ მიზანს უშუალოდ დაემთხვა დღეს 4 მოსამართლის შუამდგომლობა, რომ პრაქტიკულად საქართველოს პროკურატურას გადაეცეს უფლება, თუ როდის გაიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები. ეს არის კიდევ ერთი მინიშნება და დადასტურება, იმ ეჭვის, რომ სასამართლოს შემადგენლობაზე და კონკრეტულ მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმისათვის, რომ მოხდეს გიგი უგულავას და რუსთავი 2-ის საქმეების გაჭიანურება“ - აღნიშნა კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






