საინჟინრო ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო ონჟინერ-მესანგრეების პროფესიული დღე აღნიშნეს
პოლიტიკა - 14:20, 22 Jul, 2016     912
დღეს ქართველი სამხედრო ინჟინერ-მესანგრეების პროფესიული დღეა. საზეიმო ცერემონია საინჟინრო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. 24 წლის იუბილე საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ პირადად მიულოცა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები.

„მინდა მივულოცო ეს დღე როგორც მოქმედ, ასევე ვეტერან ინჟინრებს. დღევანდელი დღის აღნიშვნისას, რა თქმა უნდა, მათი წარმატებების შესახებაც ვისაუბრეთ. ბრიგადაში არსებულ მემორიალზე საკმაო რაოდენობის გვარები წერია იმისთვის, რომ დავაფასოთ და კარგად გავათვითცნობიეროთ თუ რამდენად საფრთხის შემცველია მათი პროფესია. სხვა სამხედრო პროფესიებისგან განსხვავებით, ინჟინრის საქმიანობა არის ყოველდღიურად ოპერაციაზე წასვლა. მინდა ვუსურვო მათ ყოველი ოპერაციის შემდეგ დავალების წარმატებით დასრულება და შინ მშვიდობით დაბრუნება. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ინჟინერს იუბილეს და თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ.

ინჟინერ-მესანგრეების პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და საინჟინრო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გოჩა შავგულიძემ ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სამხედრო დანაყოფის კაპელანმა კი გარდაცვლილ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც.

საინჟინრო გვარეობის დღესთან დაკავშირებით სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. რამოდენიმე მესანგრეს უწყებრივი მედლები და ბრიგადის მეთაურის საპატიო სიგელები გადაეცათ.

იუბილესთან დაკავშირებით, საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო საინჟინრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო. ბრიგადის იუბილე კონცერტით დასრულდა.

24 წლის წინ, 23 ივლისს ზნაურის რაიონის სოფელ იონჩაში, პოლკოვნიკმა კარლენ კალანდაძემ, მაიორმა ანდრო მაღლაკელიძემ, ლეიტენანტებმა - დავით ასაბაშვილმა და გოჩა ასაბაშვილმა, ასევე, მოხალისეებმა - სპარტაკ და ირაკლი მაისურაძეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. მოგვიანებით, სწორედ, ამ თარიღს დაუკავშირდა საინჟინრო-მესანგრეთა პროფესიული დღე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42