კონფერენცია საქართველო-სომხეთს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების განხილვისა და ამ კუთხით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას ემსახურება. კამპანიის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც ურთიერთმოსაზღვრე რეგიონებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოსა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშემწყობი ფაქტორების შესწავლა იყო. კვლევის შედეგად გამოვლენილი იქნა ის კონკრეტული სექტორები, რომლებსაც განვითარების, საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთში ბიზნესის კეთების თაობაზე შედგენილი პრაქტიკული სახელმძღვანელოსა და ბიზნეს-კატალოგის პრეზენტაცია, რომელთა გამოცემაც სწორედ საბაზისო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები






