"ეს კაცი პირწავარდნილი მექრთამეა, გასაგდები იყო" - მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი გადადგა
პოლიტიკა - 12:49, 22 Jul, 2016     5385

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი თანამდებობიდან გადადგა.

ინფორმაცია დედაქალაის მერმა დაადასტურა, დავით ნარმანიას, მაღალჩინოსანის გათავისუფლების მიზეზი არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ მედიისთვის განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

გიორგი მოსულიშვილს საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ქრთამის აღებაში ადანაშაულებდა. ელისაშვილს მოსულიშვილის წინააღმდეგ 2 სარჩელი აქვს შეტანილი.

როგორც დეპუტატმა "ნიუპოსტს" განუცხადა, როგორც ჩანს, მერრიიდან წინასაარჩევნოდ კორუმპირებული პირები მოიშორეს.

"მოსულიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში ორი სარჩელი მქონდა შეტანილი. ეს კაცი პირწავარდნილი მექრთამეა და გასაგდები იყო. ის ხელს აწერდა ყველა უმსგავსობას. როგორც ჩანს ზედმეტი გართულებების გან თავის დასაცავად გაუშვეს სამსახურიდან, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, მეც გუშინ გავიგე მისი გათავისუფლების შესახებ"- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ნარმანიას უწყებაში საკადრო წმენდა აქტიურ ფაზაში შევიდა, 2 თვის წინ თანამდებობა დატოვა დედაქალაქის მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ, რომელიც ფინანსურ საკითხებს კურირებდა. ხელაიას გათავისუფლების შესახებ მაშინ "ნიუპოსტი" ექსკლუზიურად წერდა.

დავით ნარმანიას თქმით, ის სხვა კერძო სამსახურში გადავიდა, სადაც უკეთესი პირობები შესთავაზეს.

"ნიუპოსტი" დღეს სამსახურის დატოვების მიზეზებზე გიორგი ხელაია და დიმიტრი მოსულიშვილს დაუკავშირდა, თუმცა არც ერთი მათგანი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42