ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი გაეროს მიერ ორგანიზებულ ფორუმს დაესწრო
პოლიტიკა - 12:59, 22 Jul, 2016     1451
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაში თემაზე: „შიდა რესურსების მობილიზაციის რეფორმა პარტნიორ ქვეყნებში და ადის-აბებას საგადასახადო ინიციატივის როლი“, სადაც მან შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება აღნიშნულ ინიციატივასთან თანამშრომლობის სფეროში.

ადის-აბებას საგადასახადო ინიციატივა შეიქმნა 2015 წელს გერმანიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მთავრობების მიერ და ამჟამად ის აერთიანებს 40-ზე მეტ ქვეყანას და ორგანიზაციას, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, გაზარდონ ძალისხმევა პარტნიორ ქვეყნებში შიდა რესურსების მობილიზაციის ხელშეწყობისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი შეუერთდა აღნიშნულ ინიციატივას და საწყისი ფაზიდანვე აქტიურად თანამშრომლობს მასთან.

შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადაქაჩვის (BEPS) პროექტით გათვალისწინებული მინიმალური სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და დაასახელა სფეროები, რომლებშიც ქვეყანა საჭიროებს დახმარებას ადის-აბებას ინიციატივის დონორი ქვეყნების მხრიდან.

მან, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო სფეროში მიმდინარე პროექტებში, როგორიც არის BEPS-ის პაკეტის დანერგვის მიზნით შექმნილი ინკლუზიური პლატფორმა, რომელსაც საქართველო მიმდინარე წლის ივნისში შეუერთდა და რომელიც შესაძლებელს ხდის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის ქვეყნებთან ერთად, თანასწორუფლებიან მონაწილეობას გადასახადების თავიდან არიდების წინააღმდეგ ბრძოლაში, აგრეთვე BEPS-ის სამუშაო ჯგუფებსა და საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის ექსპერტთა ჯგუფში.

მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს გააცნო საქართველოში საგადასახადო სფეროში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის, მოგების გადასახადის ახალი სისტემა, რომელიც ამოქმედდება 2017 წლიდან.

შეხვედრის ორგანიზატორების მიერ ერთხმად აღინიშნა საქართველოს ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში და მის მიერ მიღწეული პროგრესი საგადასახადო რეფორმების სფეროში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42