„მწარეა ჩემთვის წუთისოფელი...ტკივილი სუნთქვას მიკრავს“ - გელა დაიაურის ემოციური წერილი გარდაცვლილ ცოლ-შვილს
სოც.მედია - 12:48, 22 Jul, 2016     13462

ზუსტად 6 წლის წინ, მაშინ როცა თეონა ქუმსიაშვილი და მისი ახლობლები მთიელთა უძველესი დღესასწაულიდან, ათენგენობიდან ბრუნდებოდნენ ტრაგედია დატრიალდა, მანქანა მოცურდა და მდინარეში გადავარდა. ამ ტრაგედიამ შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყვნენ თეონა და მისი შვილები, ჯარჯი და დემეტრე. რა თქმა უნდა, თეონას მეუღლისთვის, პოეტ გელა დაიაურისთვის ეს ტრაგედია დღემდე მოუშუშებელია და ყოველი 22 ივლისი გამორჩეული. 6 წლის თავზე, ის სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელსაც გარდაცვლილ ცოლ-შვილს უძღვნის.

„ექვსი წელი გავიდა, კუნწულიკო, რაც ფიზიკურად აღარ ხარ ჩემს გვერდზე.... მწარეა ჩემთვის წუთისოფელი... ვცდილობ, არ ვიფიქრო.. ვცდილობ, გავექცე შენზე ფიქრს... გამახსენდები.. გამახსენდებით და ტკივილი სუნთქვას მიკრავს... ყოველ გახსენებაზე ახლიდან გკარგავთ.. ძლივს ამოვისუნთქავ ხოლმე და მეჩვენება სულს ვაყოლებ ამოსუნთქვას.. ვილევი და ვთავდები...მარტო შენ და ჩვენი დემე და ჯარჯი არ დამაკლდით, ნათია დამაკლდა.. შენი და და ჩემი "ნომერპირველი ცოლისძმა"... ბერდო დამაკლდა.. ჩემი ყველაზე დიიდი მეგობარი და სოფო.. ჩემი ნათლული მამუკა.. ჩემი ანგელოზების ტოლი.. სხვას რომ გაეძლო, არ დავიჯერებდი და მე ვარ თვითონ ამ ჯოჯოხეთში.. გზაკვალაბნეული და მარტო...ვგრძნობდი, რომ ბედნიერი გავხდი შენით... კარგად ვგრძნობდი და ზუსტად ეს მტკივა.. რომ არ მეგრძნო, იქნებ უფრო ადვილი ყოფილიყო ეს ყველაფერი... სხვანაირი იყოო... სხვანაირები ალბათ ჩვენ ვართ.. შენ ადამიანური იყავი... როგორიც უნდა იყოს ჭეშმარიტი ადამიანი.. სათნო, კეთილი, სუფთა... მხიარულიც და სევდიანიც… უფალმა სასუფეველი დაგიმკვიროთ ჩემებო.. მტკივიხართ, მახსოვხართ და მიყვარხართ... თქვენი მე", - წერს გელა დაიაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42