გადმოიყვანენ თუ არა დაშავებულ მორაგბეებს თბილისში?-ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი
პოლიტიკა - 11:04, 22 Jul, 2016     6369
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მორაგბეების თბილისში გადმოყვანის საჭიროება არ დგას.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, არც ერთი სამკურნალო კომპონენტის დეფიციტი არ ყოფილა.

„მინდა პირველ რიგში სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვილების ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ახლა მკურნალიბას გადიან, ერთი მათგანის მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენის მდგომარეობა რჩება მძიმე. სოაციალურ ქსელებში გავრცელებული პანიკის მცდელობები, რომ მობილიზაციას აცხადებნენ სისხლის პროდუქტებზე. გიდასტურებთ, რომ არც ერთ ეტაპზე არც ერთი სამკურნალო კომპონენტის დეფიციტი არ ყოფილა, მათ შორის არც სისხლის პროდუქტების. გვიან ღამით იქ ჩავიდა სპეციალისტების ჯგუფი. ვფიქობ, რომ დილის საათებში იქნება კონსილიუმი და შუადღისთვის გვექნება სამოქმედ გეგმა. რაც შეეხება მათ გადმოყვანას ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას, რადგან სადაც არიან მათ მკურნალობა კალიფიციურად უტარდებათ”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, გიორგი ლომინაძის კი კვლავ მძიმე რჩება.

შეგახსენებთ, რომ რაგბის ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი და საქართველოს ჩემპიონის, "ლელოს" მორაგბე გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები ავტოავარიის შედეგად დაშავდნენ.

ავტოავარია გუშინ, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები სავარუდოდ ერთი ოჯახის წევრები არიან. მომხდარზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42