"რუსეთი აუცილებლობად არ მიიჩნევს ამ ეტაპზე საქართველოს ზომებით უპასუხოს" - ალექსეი პუშკოვი
პოლიტიკა - 10:58, 22 Jul, 2016     3390
რუსეთი აუცილებლობად არ მიიჩნევს ამ ეტაპზე შესაბამისი ზომებით უპასუხოს საქართველოსა და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ ყირიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას შეუერთდნენ. ამის შესახებ რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა.

"რუსეთი არ აღიქვამს ამ ნაბიჯს მეგობრულად, თუმცა ამავდროულად, აუცილებლობად არ მიიჩნევს, მოცემულ ეტაპზე ავტომატურად მიმართოს საპასუხო ზომებს" - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

საქართველო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და მონტენეგრო შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას.

პუშკოვის თქმით, საქართველოს და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილება ყირიმის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან შეერთების შესახებ "მხოლოდ მწუხარებას იწვევს", თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით ნახევარკუნძულის საქმიანობაზე ზეგავლენა არ აქვს.

"ეს, უპირველესად პროპაგანდისტული და პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც ნაკარნახევია საქართველოს ხელისუფლების მისწრაფებით, აჩვენოს თავისი ერთობა დასავლეთთან, რომელიც ამ სანქციების ინიციატორია"- განაცხადა ალექსეი პუშკოვმა.

თუმცა, პუშკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობის ეტაპობრივი ნორმალიზებისთვის.

"იქ არიან ძალები, რომლებიც ამით ასევე დაინტერესებულები არია - ეს მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორის თვალსაზრისით" - განაცხადა პუშკოვმა.

დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმენა უკეთესი საფუძველი რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მათ შორის პარლამენტთაშორისი კონტაქტებისთვის, რომლებიც პრაქტიკულად გაყინული აღმოჩნდა.

"ბოლო დროს საერთაშორისო პლატფორმებზე ქართველ დეპუტატებთან ურთიერთობებისას შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენი პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განახლების გარკვეული პოტენციალი არსებობს, რუსეთი ამისთვის მზად არის"- აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტი საქართველოს ევროკავშირის სანქციებთან შეერთებასთან დაკავშირებით რამე განცხადების მიღებას არ აპირებს, რადგან "საჭიროა ნაბიჯები, რომლებიც ურთიერთობებს აუმჯობესებს და არ აუარესებს"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42