ოპოზიცია მოსამართლეებზე ზეწოლას "რუსთავი 2"-ის საქმეს უკავშირებს, ხელისუფლება არგუმენტებს ითხოვს
პოლიტიკა - 10:16, 22 Jul, 2016     1297
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა და შანტაჟი მიმდინარეობს უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების საგანად იქცა.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ პაპუასვილმა მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები გამოძიებას უნდა დაუსახელოს.

„ზოგადი განცხადებით მსჯელობა და ზოგადი განცხადებებით, რომელიც არ შეიცავს კონკრეტიკას, შეუძლებელია დასკვნების გაკეთება. X მოსამართლეზე, X საქმეზე, უცნობი პირისგან გაურკვეველი სახელებით, ზეწოლებით მხოლოდ საუბარი საკმარისი ვერ არის,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

რუსთავი 2-ს უკავშირებენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს ნაციონალურ მოძრაობაში.

„დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სატკივარი არის რუსთავი 2 და სწორედრუსთავი 2-ის გამო ხდება დაშინება, დაშანტაჟება ან რაღაც კეთილდღეობის შეპირება და სხვადასხვა მოქმედებები საკონსტიტუციოს მოსამართლეების მიმართ. იმიტომ, რომ ეს არის მათი მთავარი ამოცანა, რომ გააჩუმონ და ჩაახშონ რუსთავი 2,“-განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

"რესპუბლიკური პარტია" კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე საუბრობს.

„კარგია, რომ პროკურატურამ დღესვე მოახდინა ამასთან დაკავშირებით რეაგირება, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვნახოთ შედეგი კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის სახით. იმიტომ, რომ თუ საქართველოში იმუნიტეტის მქონე ადამიანები ვერ გრძნობენ თავს დაცულად, რა უნდა წარმოიდგინოს მაშინ რიგითმა მოქალაქემ და როგორ უნდა იგრძნოს თავი უსაფრთხოდ,“- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა თამარ კორძაიამ.

გიორგი პაპუაშვილი უკვე ესაუბრა ტელეფონით პრეზიდენტსა და პრემიერს. სასამართლოს თავმჯდომარე მზადაა შეხვდეს საქართველოს მთავარ პროკურორსაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42