ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება და არ ვქმნით დინსტანციას ჩვენსა და მოსახლეობას შორის - გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 20:33, 21 Jul, 2016     1847
ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება; თქვენს გვერდით მდგომი ხელისუფლება და არ ვქმნით დინსტანციას ჩვენსა და მოსახლეობას შორის,-აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბაღდათში გააკეთა, სადაც რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ბაღდათისა და ხარაგაულის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.

„დღეს ბაღდათს და ხარაგაულს სჭირდება ისეთი ადამიანი, როგორიც არის კობა ლურსმანაშვილი. კობა არის კაცი, რომლისთვისაც უცხო არ არის არცერთი პრობლემა. ამავე დროს, ის არის კვალიფიციური ადამიანი, საერთაშორისო სამართლის პროფესიონალი და თქვენს საკითხებს პარლამენტში არა მხოლოდ დააყენებს, არამედ გადაჭრის კიდეც“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაური ადგილობრივ მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, ეკონომიკურ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე ესაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა განათლების სისტემის რეფორმირების აუცილებლობასა და პროფესიული განათლების დაფინანსების საჭიროებას.

„ამ ყველაფრით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში თითოეული ოჯახი, თითოეული ადამიანი საკუთარ თავზე იგრძნობს ქვეყანაში შექმნილ კეთილდღეობას. ყველაზე მთავარი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება, ყველაზე სახალხო ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ყოლია. დღეს ნაპრალი ხელისუფლებასა და ხალხს შორის არის მინიმუმამდე დაყვანილი. ჩვენი მომავალი ნაბიჯებიც დაემყარება იმას, რომ აღმოიფხვრას საერთოდ ეს დისტანცია და საბოლოოდ ვიდგეთ ბოლომდე ხალხთან ერთად. გავითავისოთ თქვენი სიხარული და თქვენი ტკივილი“,-აღნიშნა პრემიერმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის წევრები- მამუკა მდინარაძე, ომარ ნიშნიანიძე, პაატა კიკნაველიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42