საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ტელეფონით ესაუბრა. შესაძლოა მათ შორის შეხვედრა დღესვე შედგეს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გააკეთა:
‘ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლო, რადგან ის არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, განსაკუთრებით დღეს. შესაბამისას, გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ყველა იმ განცხადებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენას, მასზე ზემოქმედებას გულისხმობს. საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს დახმარება შესთავაზა, განსაკუთრებით მოიკითხა, არის თუ არა მყისიერი ჩარევის აუცილებლობა ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაზეც თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამის აუცილებლობა დღესდღეობით არ არის, ისინი შეთანხმდენენ, რომ მალევე შედგებოდა საუბარი პირისპირ, რის დროსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პრეზიდენტს ჩააყენებდა ამ კონკრეტული განცხადების დეტალებთან დაკავშრებით საქმის კურსში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საკნოსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შანტაჟი მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






