სომხეთ-საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა სომხეთ-საქართველოს 225 კილომეტრის სიგრძის საზღვრის გასწვრივ მდებარე რეგიონებს მოიცავს. საქართველოში ეს რეგიონები ქვემო ქართლითა და სამცხე-ჯავახეთითაა წარმოდგენილი, სომხეთში- ლორე, შირაქითა და თავუშით. ამ დროისათვის აღნიშნულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობა მილიონ 425 ათასს შეადგენს, სადანაც 699 ათასი სომხეთში, 726 ათასი კი საქართველოში ცხოვრობს.
პროგრამის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, სასაზღვრო რაიონებში ერთობლივი ეკონომიკური და სოციალური პროექტების განვითარების ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის პოტენციალის გაზრდა, ეკოლოგიის, დასაქმების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში არსებული პრობლემების გადაწყვეტაა.
მსგავსი პრეზენტაცია სომხეთში 26 ივლისს გაიმართება
მასალის გამოყენების პირობები






