გუშინ ცნობილი გახდა, რომ უშიშროების ყოფილი უფროსის იგორ გიორგაძის მიმართ ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა.
ტერაქტში ბრალდებული სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს.
არსებობს ვერსია, რომ ის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრის.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2012 წელს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე იგორ გიორგაძეზე ამბობდა, რომ "გიორგაძე არაჩვეულებრივი პიროვნებაა და მას საქართველოში ჩამოსვლა შეეძლო".
„მე რამდენადაც ვიცი არანაირი სამართლებრივი დევნა მასზე არ ხორციელდება. არაჩვეულებრივი პიროვნებაა და მას შეუძლია ჩამოვიდეს ქვეყანაში არავინ მას არ დევნის, სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული“ - აცხადებდა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი 2012 წლის 3 დეკემბერის.
ამ განცხადებიდან 4 წლის თავზე იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოსასვლელად სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
დღეს კი გედევან ფოფხაძე 2012 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე არ საუბრობს. მისი ტელეფონი გამორთულია.
აღსანიშნავია, რომ გიორგაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურატურამ გუშინ გაავრცელა.
შოთაძის უწყებაში აცხადებენ, რომ პროკურატურა მიმართავს ყველა საშუალებას, რათა იგორ გიორგაძის მიმართ აღდგეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა.
ცნობისთვის, ქართველი სამართალდამცავები იგორ გიორგაძეს ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის გამო ეძებდნენ. მისი გვარი ფიგურირებს გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტშიც.
21 წლის განმავლობაში გიორგაზე რუსეთს აფარებდა თავს.
მასალის გამოყენების პირობები






