რუსეთის დუმა ქართული ღვინისა და "ბორჯომის" იმპორტის აკრძალვის ინიციატივით გამოდის
პოლიტიკა - 11:10, 21 Jul, 2016     13236
რუსეთის დუმა ქართული ღვინისა და "ბორჯომის" იმპორტის აკრძალვის ინიციატივით გამოდის .
რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტი საგარეო საქმეთა საკითხებში განცხადებას ამზადებს, რომლითაც დაგმობს საქართველოს, ალბანეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიისა და მონტენეგრის გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას.

უფრო კონკრეტულად ყურადღება გამახვილდება ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ბორჯომის იმპორტის აკრძალვაზე.

ამის შესახებ კომიტეტის წევრმა იან ზელენსკიმ განაცხაა.

„ჩვენ ვალდებულები ვართ რეაგირება მოვახდინოთ. ამავდროულად, ბუნებრივია, მთავრობას ვურჩევთ ანალოგიურ ზომებს მიმართონ“ - განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, იმ ქვეყნების მთავრობებმა, რომლებიც სანქციებს შეუერთდნენ „სისულელე“ ჩაიდინეს, რადგან საპასუხო რუსული ზომებისგან გაცილებით უფრო მეტად დაზარალდებიან.

როგორც ჩანს ეს ყველაზე მეტად ქართულ ღვინოსა და ბორჯომს ეხება.

„მათი ღვინის გარეშე გავძლებთ, მინერალური წყლის გარეშეც. ჩვენ უამრავი საკუთარი რესურსი გვაქვს. უნდა განვავითაროთ ყირიმი - ღვინო, ტურიზმი. გვექნება კარგი ღვინო, ქიმიკატების გარეშე, განსხვავებით ქართული ღვინისგან“ - განაცხადა დეპუტატმა.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაახანგრძლივოს სანქციები ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2017 წლის 23 ივნისამდე.

სანქციები ყირიმსა და სევასტოპოლის წინააღმდეგ პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42