საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
პოლიტიკა - 10:54, 21 Jul, 2016     1292

20 ივლისს, ქ. ვაშინგტონში გაიმართა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია, აშშ-ის მხრიდან კი - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბილ მონაჰანი და თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერი. ამასთან, შეხვედრა გახსნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის დროს ხელმოწერილი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერების, ისე რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დადებითად შეაფასა თავდაცვის რეფორმის პროცესში ქართული მხარის მიერ მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ. მხარეებმა ასევე იმსჯელესსაქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ახალ პროგრამაზე, რომლის განხორციელებასაც, მემორანდუმის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მომავალი წლის დასაწყისში დაიწყებს.

ასევე, მხარეები მიესალმნენ ნატო-ს ვარშავის სამიტზე დამატებითი პრაქტიკული თანამშრომლობის მხრივ მიღწეულ პროგრესს, გამოხატეს მზადყოფნა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებისადმი და ხაზი გაუსვეს რეგიონში საქართველოს, როგორც განსაკუთრებული პარტნიორის როლს. ამერიკულმა მხარემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიერ ავღანეთის ნატო-ს ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და პატივი მიაგო საქართველოს მხრიდან დაღუპულ მეომრებს.

ქართულმა მხარემ სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტების წარმომადგენლებს გააცნეს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული ვითარება. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ხაზი გაუსვა ხურჩაში მომხდარი მკვლელობის დროული და საფუძვლიანი გამოძიების მნიშვნელობას. მხარეებმა აგრეთვე აღნიშნეს გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის როლი საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს არსებული უსაფრთხოების პრობლემების მოგვარების საქმეში.

ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ისეთ სფეროებში, როგორებიც არის ტერორიზმთან ბრძოლა, კიბერ-უსაფრთხოება, საზღვრის დაცვა და საზღვაო უსაფრთხოება, ნარკოტიკებთან ბრძოლა, სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირება და საჭიროებები, კრიზისების მართვა და სხვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42