მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დევნილებისთვის ბინების გადაცემის საკითხზე ისაუბრა. აღნიშნული პროექტი გრძელდება და 198 ოჯახს ახალი ფართი გადაეცემა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე 12 ათას ოჯახს აქვს ახალი ფართები დაკანონებული.
„დევნილ ოჯახებს უსასყიდლოდ გადავცემთ საკუთრებაში ფართებს თბილისში, ქუთაისში, ხონსა და ლაგოდეხში. 198 ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში ფართი, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე 12 ათასზე მეტ ოჯახს უკვე დაუკანონდა მათ მფლობელობაში არსებული თუ ახალი ფართები და ეს პროცესი გრძელდება,რა თქმა უნდა ჩვენ ვაგრძელებთ სრული დატვირთვით ამ პროცესს და მას ახორციელებს დევნილთა და განსახლების სახელმწიფო ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






