საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდა
პოლიტიკა - 18:31, 20 Jul, 2016     1292
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა სააქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას, ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმის კომიტეტის თავმჯდომარის ჯეისონ ჩეფეტსის(რესპუბლიკელი-იუტას შტატი) ხელმძვანელობით. აშშ-ის კონგრესის დელეგაციაში შედიოდნენ ამავე კომიტეტის, ასევე კონგრესის საგარეო ურთიერთობათა, საბიუჯეტო და შემოსავლების კომიტეტების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მინისტრმა კონგრესის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საქართელოს ეკონომიკური განვითარების, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.
მხარეებმა აგრეთვე ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები. ხაზი გაესვა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების ყველა პრიორიტეტული მიმართულების მხრდაჭერის მიზნით.

კონგრესის დელეგაციამ დაადასტურა აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებოს, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მიმართ და დააფიქსირა სრული მზაობა, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების პროცესს.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რეფორმებზე და გამოწვევებზე. მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვინდა გავუწიოთ დახმარება საქართველოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, მის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას. ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებია წინ. დარწმუნებულები ვართ, საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს ღია და სამართლიანი , იმისათვის, რომ მთელმა მსოფლიომ ირწმუნოს და დაიჯეროს ამ არჩევნების შედეგები. ასევე აღვნიშნეთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და პრობლემები. მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ საქართველოს მიმრთ არსებობს სრული მხარდაჭერა კონგრესში, როგორც „რესპუბლიკელებში“ ასევე „ემოკრატებში“ და სრულიად მოსახლეობაში. ასევე ვისაუბრეთ, იმ მღელვარე პერიოდის შესახებ, რომელიც არსებობს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში. ისევ ხაზი გავუსვით იმას, რომ აშშ მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გაუწიოს ყველა ასპექტში"- აღნიშნა აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა შეხვედრის შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42