საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტ პაველ შერემეტის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და თანადგომას უცხადებს ჟურნალისტის ოჯახს.
„ღრმა გულისტკივილით მივიღე ცნობა ჟურნალისტ პაველ შერემეტის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ.
მე პირადად ვიცნობდი პაველს - ყოველთვის საინტერესო თანამოსაუბრეს და გონიერ ადამიანს. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია საერთაშორისო ჟურნალისტიკისთვის.
ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ პაველის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს დილით, კიევის ცენტრში აფეთქების შედეგად ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, წინასწარი ვერსიით, მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
ჟურნალისტი რადიო “ვესტის” წამყვანი იყო და გამოცემა “უკრაინსკაია პრავდასთან” თანამშრომლობდა.
ავტომობილი “უკრაინსაკაია პრავდას” ხელმძღვანელს ელენა პრიტულას ეკუთვნოდა, რომელიც აფეთქების მომენტში მანქანაში არ იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






