მმართველ ძალას ცოტა დრო დარჩა, რადგან პრემიერსა და მოქმედ თავდაცვის მინისტს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტს აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტს დაასრულების შემდეგ დატოვებს.
საპარლამენტო კულუარებში კი უკვე აქტიურად საუბრობენ იმ კანდიდატურებზე, ვინც შესაძლოა შეცვალოს ხიდაშელი.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ერთ-ერთია რომლის კანდოიდატურაზეც უმრავლესობა მსჯელობს. სახელდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ამჟამინდელმა მინისტრის, კახა კახიშვილის გვარიც.
დასახელებულ კანდიდატებზე ჟურნალისტებმა დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ზვიად კვაჭანტირაძეს ჰკითხეს.
თუმცა მან მედიის ინტერესი არ დააკმაყოფილა.
"განიხილება ყველა შესაძლო კანდიდატურა, რომელიც შეიძლება იყოს საუკეთესო ამ პოსტზე,"- განაცხადა მან.
პარლამენტის წევრის, გიორგი ვაშაძის თქმით, ამ კანდიდატურებს შორის დიდი სხვაობა არ არის.
"მაინტერესებს რა გამოცდილება აქვს თავდაცვის სფეროში კახიშვილსა და სესიაშვილს, რომელსაც გამპრავებლის ფუნქცია უფრო აქვს პარლამენტში, ვიდრე საქმის მკეთებლის,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მედია ხიდაშელის შემცველად ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსს კობა კობალაძესაც ასახელებს, თუმცა ამ უკანასკნელმა შეთავაზება არ დაადასტურა.
რაც შეეხება კახიშვილს და სესიაშვილს მათ "ნიუპოსტის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
მასალის გამოყენების პირობები






