"ოცნებამ" და "რესპუბლიკელებმა" პოლიტიკური კრიმინალის აქტი ჩაიდინეს - ინტერპარტიულმა ჯგუფმა საკონსტიტუციოს მიმართა
პოლიტიკა - 14:33, 20 Jul, 2016     1695


ინტერპარტიული ჯგუფიის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ოპოზიციის სარჩელი სარეკლამო დროის გადანაწილებასთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებს ეხება.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან ინტერპარტიული ჯგუფის" პოზიცია ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ და "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა გააჟღერეს.


"ინტერპარტიულ ჯგუფს, რომელიც, არასაპარლამენტო ოპოზიციის თითქმის სრულ სპექტრს მოიცავს, საკონსტიტუციო სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, რომლის მიზანია შევაჩეროთ ის უსამართლობა, რომელიც საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საარჩევნო გარემოს გაუარესების მიზეზი გახდა.

"ქართულმა ოცნებამ" და "რესპუბლიკურმა პარტიამ", საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით ჩაიდინეს პოლიტიკური კრიმინალის აქტი. მათ ყაჩაღურად მიითვისეს სამი კვალიფიციური პარტიის, "პატრიოტთა ალიანსის", "ლეიბორისტული პარტიის" და "დემოკრატიული მოძრაობის" კანონით განსაზღვრული რესურსი, უფასო სარეკლამო საეთერო დრო, რომელიც ადგილობრივ არჩევნებზე ამ პარტიებს მათმა ამომრჩეველმა მიაკუთვნა.

ამ პოლიტიკური ქურდბაცაცობით დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია და შეილახა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

ასევე დაირღვა ამომრჩევლის უფლება, რომლის მხარდაჭერის საფუძველზე მიანიჭა კანონმა აღნიშნულ პარტიებს ყველა ის რესურსი, რომელიც კვალიფიციურ სუბიექტებს ეძლევა შესაბამისი ბარიერის გადალახვის შემდეგ.

ასევე საარჩევნო კოდექსის მიღებისას უმრავლესობამ დაარღვია პარლამენტის რეგლამენტი, რადგან მესამე მოსმენისას კანონპროექტში მნიშვნელოვანი, შინაარსობრივი ცვლილებები განხორციელდა, რაც რეგლამენტით დაუშვებელია. რეგლამენტის თემა კონსტიტუციასთან პირდაპირ შემხებლობაშია, შესაბამისად ეს უნდა გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.

ასე რომ დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენ ძალიან ბევრ სამართლებრივ არგუმენტს წარვუდგენთ, რაც იმედი გვაქვს გახდება საფუძველი სარჩელის მიღებისა და მასზე სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანისას"- აღნიშნეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42