„არც ერთ კანდიდატურას, რაზეც დღეს იყო საუბარი, არ ვადასტურებ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით რაიმე სიღრმისეული კონსულტაციები არ მიმდინარეობს. გიორგი ჯერ კუთვნილი შვებულებით სარგებლობს, ის ოფიციალურად წარდგენილია კანდიდატად, თუმცა მას არ აქვს ვალდებულება, რომ გათავისუფლდეს სამსახურიდან, ვიდრე ოფიციალურად არ დაიწყებს საარჩევნო კამპანიას. სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი გადავიდა კერძო კომპანიაში სამუშაოდ, მამუკა მუმლაძე, რომელიც სატრანსპორტო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე მუშაობდა. მისი კანდიდატურა არის წარდგენილი სამსახურის ხელმძღვანელად,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანიამ დაადასტურა ინფორმაცია, სატრანსპორტო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მერის განცხადებით, ამ პოსტზე მისივე მოადგილის, მამუკა მუმლაძის კანდიდატურაა წარდგენილი.
გავრცელებული ცნობით, ბიძინა ივანიშვილის ასოციაცია ატუს ყოფილი დირექტორი და ქართუს წარმომადგენელი, გრიგოლ ლილუაშვილს ჩაანაცვლებს. დავით ნარმანიამ დაადასტურა ინფორმაცია, სატრანსპორტო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მერის განცხადებით, ამ პოსტზე მისივე მოადგილის, მამუკა მუმლაძის კანდიდატურაა წარდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები






