ჩვენთვის მიუღებელია რუსეთის გავლენის სფეროები - პრეზიდენტის ინტერვიუ პოლონურ გაზეთ “ვიბორჩასთან”
პოლიტიკა - 10:06, 20 Jul, 2016     1254

2 წლის წინ უკრაინაში დაწყებული ჰიბრიდული ომი, რომელმაც მსოფლიო შეშფოთება გამოიწვია საქართველოში უკვე 90 წლებიდან მოყოლებული მიმდინარეობს. ამის მიუხედავად კვლავაც ვინარჩუნებთ პრო-ატლანტიკურ კურსს - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.

ბარტოშ ვიელინსკი: საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიიღწვის, თუმცა ბრექსითის შემდეგ თავად ევროკავშირს აქვს პრობლემები და ჯერ კიდევ უცნობია, თუ რომელი ქვეყანა დატოვებს ორგანიზაციას. იქნებ დაფიქრების დროა?

გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი მიზანია ევროპულ ერთა თანამეგობრობის წევრი გავხდეთ, მაშინაც კი, თუ ევროკავშირს პრობლემები გააჩნია, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს საკმაოდ ბევრი ჭკვიანი და პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც მას გადაარჩენს. ევროკავშირი ერთგვარი ქოლგაა, რომელიც ევროპის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჩვენც გვსურს მის ქვეშ აღმოვჩნდეთ.

ბარტოშ ვიელინსკი: რუსებს თუ დავუჯერებთ, ევროკავშირი ლიბერალური, სუსტი და დაყოფილია, რომელსაც არ გააჩნია ერთიანი გადაწყვეტილების მიღების ცენტრი.

გიორგი მარგველაშვილი: სწორედ ამიტომ გვსურს ევროკავშირში ყოფნა, რადგან იგი დემოკრატიულია და არ აქვს გადაწყვეტილების მიღების ერთი ცენტრი, ისევე როგორც ერთი დედაქალაქი, საიდანაც დიქტატორული ხელისუფლება მმართველობას ახორციელებს. დემოკრატია, როგორც ასეთი, ყოველთვის არ იძლევა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას და ამას, ხანდახან, დრო სჭირდება. ჩვენ უკვე ვიყავით საბჭოთა კავშირის წევრი, სადაც ყველა გადაწყვეტილება კრემლში მიიღებოდა. ევროკავშირის წევრები კი, თავისუფალნი არიან, რომელთაც, ქვეყნის სიდიდის მიუხედავად ყოველთვის პატივს სცემენ და ითვალისწინებენ მათ აზრს.

ბარტოშ ვიელინსკი: ევროპელი პოპულისტი ახლა გეტყოდათ, რომ მოსკოვზე დაქვემდებარება ბრიუსელით გსურთ ჩაანაცვლოთ, რომელიც საბჭოთა კავშირის ანალოგია.

გიორგი მარგველაშვილი: გთხოვთ მათ შეახსენოთ, თუ რა მოხდა როდესაც 1956 წელს უნგრეთმა ვარშავის პაქტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რა მოხდა 1968 წელს 2 ჩეხოსლოვაკიაში. კრემლმა ამ ქვეყნებში სამხედრო შენაერთები გააგზავნა, რათა ისინი საკუთარი გავლენის ქვეშ დაეტოვებინა. იყო შეტაკებები, იყო მსხვერპლი. გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო - ეს ცუდი ინფორმაციაა, მაგრამ ბრექსითი უბედურებას არც ლონდონში გამოიწვევს და არც ევროკავშირში. ვგონებ, განსხვავება ნათელია.

ბარტოშ ვიელინსკი: თუმცა ევროპაში ხშირად გაისმის მოწოდებები, რომ ევროკავშირი საკუთარ წევრებს სუვერენულობას ართმევს.

გიორგი მარგველაშვილი: ბუნებრივია, რომ ევროპაში სხვადასხვა განცდაა ადგილობრივი ბაზრისა, თუ კულტურული საკითხების დაცვის მიმართ. ეს თემები განხილვებს მოითხოვს. ბოლოს და ბოლოს ევროპა ხომ კონსენსუსს ეყრდნობა. მაგრამ არ შეიძლება საქმე იქამდე მივიდეს, რომ ამ უთანხმოების გამო ევროპა დაიშალოს.

ბარტოშ ვიელინსკი: ამჟამად რა ვითარებაა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, რომლის ჯარი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დგას?

გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი ურთიერთობები ძალიან რთულია. თვენახევრის წინ, მამაკაცი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის სადემარკაციო ზოლს კვეთდა, ჟურნალისტების თვალწინ იქნა მოკლული. ხშირია გატაცებები. საზღვარზე იზრდება მავთულხლართების ბარიერები, რომლებიც სოფლებს შუაზე ყოფენ. ამგვარი დრამატული ვითარება, უკვე რამდენიმე წელია რაც გრძელდება. ეს არ დაწყებულა 2008 წელს რუსეთთან ომით. 2 წლის წინ უკრაინაში დაწყებული ჰიბრიდული ომი, რომელმაც მსოფლიო შეშფოთება გამოიწვია, საქართველოში უკვე 90 წლებიდან მიმდინარეობს. ყოველივე ამის მიუხედავად კვლავაც ვინარჩუნებთ პრო-ატლანტიკურ კურსს. წინ მივდივართ. გარდავიქმნებით უფრო თანამედროვე და უსაფრთხო ქვეყნად. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის მოსახლეობა სადემარკაციო ზოლს კვეთს და ჩვენთან გადმოდის, რათა, მაგალითად, ქართული სამედიცინო მომსახურებით ისარგებლოს. ამგვარი შემთხვევები უფრო გაიზრდება რაც უფრო დავუახლოვდებით ევროპას.

ბარტოშ ვიელინსკი: რა სახის დახმარების დაპირება მიიღო საქართველომ ვარშავის ნატო-ს სამიტზე?

გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ აქ დახმარებისთვის არ ჩამოვსულვართ, არამედ იმისთვის, რომ ნატო-სთან თანამშრომლობა განვავითაროთ. ვიზიარებთ სამომავლო ხედვას უსაფრთხო და დემოკრატიულ ავღანეთზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა. საქართველო მონაწილეობას მიიღებს შავ ზღვასთან დაკავშირებულ განხილვებში. გავზრდით თავდაცვით შესაძლებლობებს, განვახორციელებთ საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო ძალების მოდერნიზაციას და, ასევე, ვუზრუნველყოფთ კიბერ თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვას.

ბარტოშ ვიელინსკი: 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველომ ნატო-ში წევრობის დაპირება მიიღო. რა ვითარებაა 8 წლის შემდეგ?

გიორგი მარგველაშვილი: დაპირება კვლავ ძალაშია. ჩვენი გაწევრიანების ვალდებულებები პროცესშია. ვახორციელებთ რეფორმებს, ვზრდით თავდაცვით შესაძლებლობებს და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას ვახდენთ. მიმაჩნია, რომ აქ საქართველო ხუთოსანია. ვმონაწილეობთ ნატო-სა და ევროკავშირის სამხედრო მისიებში ავღანეთში, კოსოვოში, მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ანალოგიური ვითარებაა ევროკავშირშიც. გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება, ძალაში შევიდა ხელშეკრულება თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე. ამჟამად საუბარი მიდის ვიზების გაუქმებაზე. ევროპა აფასებს ჩვენს მიერ გაწეულ მძიმე შრომას. შესაძლოა, რომ უკვე ამ შემოდგომას საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ვიზები აღარ დასჭირდეთ.

ბარტოშ ვიელინსკი: ოდესღაც რუსეთთან ერთ მაგიდასთან დაჯდომა და მოლაპარაკება მოგიწევთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარებაზე.

გიორგი მარგველაშვილი: ეჭვი არ მეპარება, რომ ეს აუცილებელია. კონფლიქტი უნდა გადაიჭრას, როდესაც ამდენი ხალხის პრობლემებს ვუყურებთ. შექმნილი ვითარება, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის დრამატულია, საქართველოსთვის ტრაგედიაა, რუსეთისთვის კი - სერიოზული პრობლემები, რადგან ამის გამო იგი იმიჯს კარგავს. ამ თამაშში გამარჯვებული არავინ არის, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ რაციონალური დიალოგი შედგება. ეს არ დაიწყება უახლოეს მომავალში, მაგრამ ოდესღაც მისი დროც დადგება.

ბარტოშ ვიელინსკი: ყირიმის აგრესიის შემდეგ შავ ზღვაზე რუსეთის გავლენა გაიზარდა. ეს დამატებითი საფრთხეა ნატო-სა და საქართველოსთვის.

გიორგი მარგველაშვილი: სწორედ ამიტომ ვსაუბროთ ამ თემაზე ნატო-სთან. შავი ზღვა ევროპული ზღვა უნდა იყოს, სადაც მშვიდობიანი თანამშრომლობის საერთაშორისო პრინციპები მოქმედებს. საქართველოს პორტებით ათობით აზიური ქვეყანა სარგებლობს, რომელებიც ევროპაში საქონლის ექსპორტს ახორციელებენ. ეს არ შეიძლება იყოს სამხედრო დაპირისპირების ზღვა, რასაც ის დღეს წარმოადგენს.

ბარტოშ ვიელინსკი: მაგრამ რუსეთი უკან დახევას არ აპირებს. გიორგი მარგველაშვილი: ამიტომაც, მოსკოვის მიმართ გულწრფელნი და პრინციპულები უნდა ვიყოთ. უნდა მუდმივად შევახსენოთ მას, რომ ჩვენთვის მიუღებელია რუსეთის გავლენის სფეროები და რომ მეზობელი ტერიტორიების საკუთარ ეზოდ გამოყენება, სახიფათო თამაშია. თუ რუსეთი არ შეცვლის საკუთარ პოლიტიკას, ქაოსს გააღრმავებს და თავადვე წააგებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42