10 ყველაზე სამარცხვინო გრამატიკული შეცდომა - გურამ შეროზიას სასარგებლო ბლოგ პოსტი
სოც.მედია - 09:21, 20 Jul, 2016     54174
ბლოგერი გურამ შეროზია მორიგ ბლოგ პოსტს აქვეყნებს, რომლის წაკითხვაც უამრავი ადამიანისთვის სასარგებლო იქნება, რადგან მსგავს შეცდომებს რაც ჩამოთვლილია თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით რეალურ ცხოვრებაში. ასე რომ გადაიკითხეთ ყურადღებით და შეამოწმეთ რამდენად სწორად წარმოთქვამთ ამა თუ იმ სიტყვას.

„დღეს ყველა მორალისტად არის ქცეული. გაგიკვირდებათ და გაგეღიმებათ, ამას მე რომ ვამბობ, თუმცა ჩემ კრიტიკასაც და ყველაფერში პრობლემის ძიებას შორის – განსხვავება თვალშისაცემია.

განსაკუთრებით, გულს მიკლავს მაღალფარდოვანი, მეტისმეტი განათლებულობის ხაზგამსმელი სტატუსები, რომლებიც ამავდროულად, გამოძეძგილია ისეთი გრამატიკული შეცდომებით, რომელთა დანახვაზეც კი – მათ ნაცვლად მრცხვენია.

მესმის, რომ 100%-ით გამართული ქართულით თითქმის არავინ ვმეტყველებთ, ვწერთ, თუმცა, ეს ათი ფრაზა, რომელსაც ჩამოვთვლი – ჩემ შემთხვევაში ადამიანზე წარმოდგენის მიწასთან გასწორების ტოლფასია.

მოკლედ, დავიწყოთ…

  1. საქმის ყურში – ყურში არა და საქმის სწორ ნაწლავში კიდევ. გთხოვთ დაიმახსოვროთ, რომ საქმეს არ აქვს არც ყური, არც ცხვირი, არც სასქესო ორგანოები. სადღაც მოისმინეთ „საქმის კურსში“ და შემდეგ თქვენებურად გადააკეთეთ, ისევე, როგორც ჩემი მეზობელი, მაღაზიის გამყიდველი ნარგიზა დღემდე „კროვასალს“ ეძახის კრუასანს და აბა გაბედე და უთხარი, რომ ეშლება?!

არ ქნათ ეგ მეორედ, დავიწყეთ საქმის ყური, გთხოვთ!

  1. შეურაწყოფა – ეს იმდენად ხშირად მხვდება ბოლო პერიოდში, რომ აღარ ვიცი, რა გვეშველება. თან ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ჟურნალისტები, მასწავლებლები და მსგავსი პროფესიის ხალხიც აქტიურად იყენებს ამ საშინელ სიტყვას…

აბა, ვიმეორებთ ყველა ერთად: შე-უ-რა-ც-ხ-ყო-ფა!

  1. გამარჯობათ, ბოდიშით – ეს ყველაზე გასაგებია, მაშინ როცა… წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ ისეთ საზოგადოებაში, სადაც თ-ს გარეშე წარმოთქმულ გამარჯობას შენობით და შეჩემობით მიმართვაში ჩაგითვლიათ, შეგნებულად დაუშვებ შეცდომას და ერთი ისეთი მაინც დაგხვდება, ვინც ამისთვის ვირზე შეგსვამს უკუღმა, ამიტომ, მარტივი გამოსავალია, შემდეგი ალტერნატივები: მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით, უკაცრავად, მაპატიეთ, ა.შ.
  2. ალბად, გარედ, შიგნიდ, ცუდათ, კარგათ – მოკლედ, ხალხის ნაწილმა გაიგო, რომ ცუდა-თ, კარგა-თ და მსგავს თ-ებიან სიტყვებს იყენებენ „გოიმები“ და ამის საპირწონედ, ყველა გადავიდა დ-ზე. ახლა გვაქვს: შიგნიდ, გარედ, ალბად, ა.შ.

რბილი ლასი რომ გაქვს, რომ გეტყვიან და ვაი და არ გამეპაროსო და გამაგრების მეორე უკიდურესობაში რომ გადასდით, როცა ი და ე-ს წინ, თავისთავად ოდნავ რბილი უნდა იყოს ისედაც.

  1. მცნება-ცნება – ესეც ვერ დაიმახსოვრა საზოგადოებამ, რომ მცნება არის ათი, ცნება არის ტერმინი, დეფინიცია, არ თქვათ ეგ სიტყვა მეორედ!
  2. ჩემის აზრით – თქვენი აზრით, თქვენიი, ს საიდან მოვიდა? ჩემი მოსაზრებით, ან ჩემი ხელითო რომ ამბობთ, ჩემის ხელით და ჩემის მოსაზრებით უნდა თქვათ ანუ?
  3. მადლობა მოუხადა – მადლობა გადაუხადა, ბოდიში მოუხადა. ამ შეცდომას იმდენი ადამიანი უშვებს, რომ მინდება ხოლმე, სათითაოდ დავუკომენტარო, თან ისეთი ფორმით, რომ არასდროს დაავიწყდეთ, მაგრამ მე ვინ დამნიშნა ერის მამად, როო? საბედნიეროდ, “ბოდიში მინდა გადავუხადო” – წინადადება არსად მომისმენია, მადლობა.
  4. კლდემამოსილი, კლდემა – კდემა, კდემა. რა ვიცი, დავამატო კიდევ რამე?
  5. ორჯელ, სამჯელ, ბევრჯელ – ერთხელ, ორჯე-რ, სამჯე-რ და ა.შ.
  6. აფსოლიტურად – აბსოლუტურად, ამის დამახსოვრებაც არ გაწყენდათ, ძალიან უხეშად ხდება ყურსაც და თვალსაც.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო (ზემოთ ნახსენები ფრაზების გამომყენებლები ამას ასე დაწერდნენ: ბევრი, რომ არ გავაგრძელო) – ეს არ არის გრამატიკის გაკვეთილი, ეს არის სამარცხვინო სიტყვების დაჯგუფება და მოწოდება ერისთვის, რომ აღარ გამოიყენონ.

კომენტარებში ალბათ იმაზეც დაიწყება დავა, გავაგრძელო უნდა დამეწერა, თუ განვაგრძო… მოკლედ, მეც გიტოვებთ დამატებითი განხილვის თემას და შიგადაშიგ გაძლევთ საშუალებას, ჩემივე მიერ, შეგნებულად დაშვებული მცირე მორფოლოგიური თუ სინტაქსური შეცდომები დაიხვიოთ თითზე…

აბა, გაერთე-დ“ - წერს გურამ შეროზია სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42