„როცა მოხდა კორცხელის ინციდენტი, მე გავაკეთე განცხადება იმის ტაობაზე, რომე ს უბრალოდ კრიმინალი არ არის, როდესაც ხდება საარჩევნო დღეს ასეთი მასიური ძალადობა, ეს არ არის კონკრეტული კრიმინალი, ეს არის კრიმინალი საზოგადოების და სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ არჩევნები არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკოსს, არჩევნები ეკუთვნის სახელმწიფოს და საზოგადოებას, როდესაც არჩევნების დღეს შენ გგონია, რომ სიტუციას გადატეხავ და მუშტიკრივის გზით რაღაც პროცესებზე იმოქმედებს, ასეთ შემთხვევაში შენ მიდიხარ სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ, პოლიტიკოსი იქ მესამე რიგის დაზარალებულია. ამის შემდეგ ვნახეთ განცხადებები, როემლიც მეც გავაკეთე და სხვებმაც გააკეთეს, ძალიან სწორი განცხადებები, ამის მერე ჩვენ ვნახეთ ეფექტური გამძიება? ჩვენ ვნახეთ, რომ ის, რისკენაც ჩვენ ყველამ მოვუწოდეთ, მომავალი არჩევნების ასეთი დარეკლამირებისათვის, სახელმწიფოს საკადრისი და ეფექტური პასუხი გაეცა? ჩვენ ეს ვნახეთ? არა! ჩვენ არაფერი არ გვინახავს. ჩვენ ვნახეთ ის, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, მთავარი დემოკრატიული პროცესის, არჩევნების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნა გაურკვევლობაში დატოვებული"- აღნიშნა მარგველაშვილმა.
ამ კონტექტში პრეზიდენტმა მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და მას მძიმე ვერდიქტი უწოდა.
"ცოტა ხნის წინ სასამართლომ დაგვიბრუნა ძალიან მძიმე ვერდიქტი ვანო მერაბიშვილი საქმეზე, იმიტომ, რომ იქ საჭირო იყო გამოძიება და იმის მაგოვრად, რომ ჩატარებულიყო გამოძიება, ჩვენ მივიღეთ რაღაც ხატოვანი გამონათქვამები, ბოლო დროს ქართველი პოლიტიკოსები, იმის მაგივრად, რომ ისაუბრონ კონკრეტული მესიჯებით, ძალიან პოეტურად საუბრობენ. ვანო მერაბიშვილის თემაზეც, როდესაც ვთქვი, რომ გამოსაძიებელია ეს საქმე, იყო პასუხი როგორ შეიძლებაო, ეს ასე უნდა მივაფუჩეჩოთო. მივაფუჩეჩეთ საქმე? სახელმწიფოს დაგვიჯდა ძალიან ძვირად. კორცხელზეც ცოტა ხნის წინ კიდევ გავაკეთე განცხადება, რატომ არ ხდება ამს აქმის ეფექტური გამოძიება? აქ არის არის სტრასბურგზე მხოლოდ საუბარი, აქ არის საუბარი ქვეყნის ეგზისტენციალურ-სუბსტანციურ ინტერესებზე, რაც არის დემოკრატია და არჩევნები, ჩვენ აქ სრული სიჩუმე გვესმის. ეს არ არის უბრალოდ, რომ რაღაც საქმე არ გამოიძიეს, ეს საქმე კონკრეტულ მესიჯს აძლევს ადამიანებს, მოძველბიჭო ელემენტები არსებობენ პოლიტიკაში და შენ მათ ადგილს თუ არ მიუჩენ, ამაზეც შემდეგ ბევრი მხატვრული გამონათქვამები იყო, ამ საქმეს თუ არ გამოვიძიებთ, იმ ელემენტებს ვაძლევთ მწვანე შუქს მათი გაძლიერებისთვის“- თქვა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






