მარგველაშვილი პარლამენტში პრორუსული ძალების მოხვედრას არ გამორიცხავს
პოლიტიკა - 22:57, 19 Jul, 2016     2402
საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ "თუ არსებობენ ადამიანები, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი უნდა იყოს სხვანაირი და ასეთ ადამიანებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენელი პარლამენტში".

„პლურალიზმისთვის სასარგებლოა, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და არცერთი მანდატი არ დაიკარგოს, თუ არსებობენ ადამიანები, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი უნდა იყოს სხვანაირი და ასეთ ადამიანებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენელი პარლამენტში, ეს არის აქსიომა, ეს არის დემოკრატია, ეს არის სხვა ადამიანების შეხედულებების აღიარება და მიღება . ეს ძალიან რთულია. როცა ლაპარაკია რუსეთზე, რუსული მუსიკის მოსმენაზე, იქ პროდასავლური კურსის მქონები თავის თავს აძლევენ უფლებას იმის თქმისას, რომ ეს აკრძალულია. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ასეთი არის საქართველოს პოლიტიკური კურსი, ან მიაჩნია უფრო რუსეთისკენ, ან მიაჩნია აღმოსავლეთისკენ, ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და მათ ამის გაკეთების უფლება აქვთ, სხვა საკითხია ვიქნები თუ არა მე, როგორც პოლიტიკოსი დამარცხებული, როდესაც ასეთი ადამიანები მოვლენ ხელისუფლებაში. ჩემი აზრით ასეთ ადამიანებს ხელისუფლებაში მოსვლის არავითარი შანსი არ აქვთ. მაგრამ რომ ჰყავდეთ წარმომადგენლობა პარლამენტში, ამის შანსი არსებობს, მე ამის წინააღმდეგი არ ვარ რომელი თავხედი ადამიანი უნდა იყოს, რომ ერის ნების წინააღმდეგ წავიდეს და თქვას, რომ მე უფრო პროგრესულად რაღაც სხვა მიმაჩნია. ჩემი საქმე არ მდგომარეობს იმაში, რომ ვინმეს რამე ავუკრძალო, ჩემი საქმე არის ის, რომ ვინც ორჭოფობს, ის დავაჯერო, რომ ეს არის კატასტროფული გზა, ეს არის ჩემი მისის. ეს მაინც ასე იქნება, იმიტომ, რომ ასეთია ქართველი ხალხის არჩევანი, არჩევანი არა დღეს, არას სააკაშვილის დროს, არა შევარდნაძის, გამსახურდიას დროს, არამედ კომუნისტების დროსაც რომ იყო შევარდნაძე, ქართველი ხალხი იყურებოდა ამ მიმართულებით და იმის წინაპრებიც რომ იყვნენ, მაშინაც იყურებოდა დასავლეთის მიმართულებით. შესაბამისად, მე აქ ბრძოლა მოგებული მგონია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ან მე დავმშვიდდე, ან რომ რომელიმე პროდასავალური ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსი იყოს მშვიდად. შენი თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ სხვა ადმაიანის თავისუფლებას მიიღებს“- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა "არჩევანში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42