"რუსული პროპაგანდა გახდა ბევრად უფრო დახვეწილი"- პრეზიდენტი პრორუსულ განწყობებზე
პოლიტიკა - 22:45, 19 Jul, 2016     1908

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი "არჩევანში" პრორუსული ნარატივზე აკეთებს განცხადებას.

როგორც მარგველაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ პროდასავლური მედია უფრო მეტი გაჩნდა ვიდრე პრორუსული.

ქვეყნის პირველმა პირმა "რუსთავი 2"-ს ურჩია, რომ ნუ დააყენებენ საკუთარ თავ, ისეთ რეჟიმში რომ ყველა სხვას დაუპირისპირდნენ.

თუ ვინმეს აქვს სხვანაირი ხედვა, ეს მათი უფლებაა - მიიჩნევს პრეზიდენტი.

"ძალიან მომწონს რუსთავი 2, მაგრამ რას გულისხმობთ, რომ სხვა მედია პრორუსული ნარატივით არის სავსე? - ნუ დააყენებთ თქვენს თავს ისეთ რეჟიმში, რომ დაუპირისპირდეთ ყველა სხვას. მე ძალიან მომწონს რუსთავი 2, როგორც დემოკრატიულობა, როგორც პროდასავლურობა, საინტერესო კონტექსტის შექმნა არა მხოლოდ რუსთავი 2-ში ხდება. ევროსკეპტიკური ან ანტიევროპული ნარატივი რა თქმა უნდა ბევრად უფრო აქტიურად გაჩნდა მედიაში, მე ამას ვწინასწარმეტყველებდი, რადგან ვხედავდი, როგორც კი მოვიდა უფრო მეტი თავისუფლება, განსხვავებით იმისაგან, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს, ის რაც წინა ხელისუფლების დროს შესაძლოა პროდასავლური კურსი ბევრად უფრო სტაბილური იყო მაშინაც და დღესაც, მაგრამ მაშინ ბევრად უფრო მეტი მეთოდი იყო ანტიდასავლელების გაჩერების, ამ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა და სწორიც გააკეთა, იმიტომ რომ დემოკრატია ეს არის, თუ ვინმეს აქვს სხვანაირი ხედვა, ეს მათი უფლებაა. დემოკრატია ეს არის, რომ ჩვენ უნდა მოვითმინოთ სხვა შეხედულების მქონე ადამიანი, მეტიც, ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ისე ეფექტურად, რომ დავარწმუნოთ ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ თურმე საქართველოს მომავალი ბევრად უფრო წარმატებული იქნება ევრაზიულ კავშირში, ყალბად მაწოდებს ვითომ ტრადიციებს, რომელიც მელაპარაკება ვაჟა-ფშაველაზე და მეუბნება, რომ კოსმოპოლიტიზმი თურმე დამღუპველია, რომელიც მელაპარაკება ილია ჭავჭავაძეზე და მეუბნება, რომ ევროპულობა თურმე დამღუპველია. მე ვერ ვხედავ წახალისებას, არ ვაპირებ პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიების განხილვას, მე ეჭვი მეპარება, რომ თქვენ გქონდეთ ინფორმაცია, რომ ხელისუფლება რაიმე ასეთს აფინანსებს. მტკიცებულება არ მინახავს, როდესაც ვუყურებ ლიდერებს და იმ კურსს, რომლის განხორციელებასაც ცდილობს ხელისუფლება, მათ შორის მეც, ცოტა ხნის წინ ვარშავის სამიტიდან ჩამოვედით, სადაც ვცდილობდით საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ძალიან აქტიურად მუშაობს იუსტიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიზალიბერალიზაციაზე, არ მინდა ეს ბრალდებები,რ ადგან არ მაქვს არავითარი არგუმენტი, მე ვხედავ რომ ეს ტენდენციები გაძლიერდა, პოლიტიკაში და მედიაში, მე ვხედავ, რომ ის რაც ჩემთვის ყველაზე ღირებულია, ჩემი ეთნიკური და ეროვნული იდენტურობა, იმის მოტყუებით მიწოდება, რომ თურმე ჩვენ თუ გავხდებით ევროპული სივრცის ნაწილი, ჩვენ დავკარგავთ ვაჟა-ფშაველას, ვეფხისტყაოსანს, ფარნავაზს და დამწერლობას, ჩვენ დავკარგავთ ქრისტიანობას. ხელისუფლება აღარ ექცევა თუნდაც ასეთ პოლიტიკურ ოპონენტებს მძიმე ხელით, ამას მე მივესალმები, ასეთი ადამიანების გადარწმუნებაა საჭირო და არა დაპატიმრება, თავად რუსული პროპაგანდა გახდა ბევრად უფრო დახვეწილი, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, თუ აქამდე რუსული პროპაგანდი იყო რადიკალური და გვესაუბრებოდნენ ძალის მეშვეობით, დღეს არა მხოლოდ ჩვენ ვაღიარებთ ამას"- თქვა პრეზიდენტმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42