საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „რუსთავი2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა პრეზიდენტმა გიორგი გაბუნიას გადაცემაში განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკოსებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.
„ჩემი პასუხი თქვენთვისაც, იმ ადამიანებისთვისაც ვინც ამ კითხვას მისვამენ, დიპლომატები, ჩემი კოლეგები სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქში, არის ერთი და იგივე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი მედია, ამავე დროს ეს ფენომენი უაღრესად მნიშვნელოვანია არჩევნების კონტექსტში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰყავდეს თავისუფალის ასამართლო, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოამართლე იღებს გადაწყვეტილებას თავისი შინაგანი რწმენისა და კანონის საფუძველზე და ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იქნეს საკუთრების უფლება. ეს თემები ერთმანეთის გამომრიცხავი არ არის, ჩვენ ერთად ყველამ უნდა ვიშრომოთ, რომ ამ თეზებმა შეავსონ ერთმანეთი, რაც გააძლიერებს ქართულ დემოკრატიას, რაც მთავარია, 2016 წლის არჩევნებს მისცემს იმ მნიშვნელოვან ლეგიტიმაციას და ეს იქნება ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს და განსაზღვრავს ასევე საქართველოს დემოკრატიულ მომავალს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მედიასთამ მიმართებაში პოლიტიკური განცხადებები აზიანებს დემოკრატიას.
„რუსთავი 2-ის პოლიტიკური კონტექსტი მდგომარეობს შემდეგში, ძალიან ბევრი გამონათქვამი არსებობს პოლიტიკოსებისა რ2-ის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კრიტიკული მედია არის მათთვის პრობლემის შექმნელი, ეს მსჯელობა რეალურად პრობლემას უქმნის არა მხოლოდ მედიას, არამედ რეალურად დემოკრატიასაც და ამ პოლიტიკოსების აზროვნებას და წარმატებასაც, მე არ ვკონკრეტდები. მედია შეიძება იყოს კრიტიკული, მაგრამ ბევრად მირჩევნია მედია იყოს ჩემს მიმართ კრიტიკული, აგრესიულიც კი, მაგრამ მე ვიყო მედიაში, ჩემი ციტირების ინდექსი იყოს მაღალი, მიყურებდეს მაყურებელი, აინტერესებდეთ ჩემი პასუხი, შევიდე პოლემიკაში, პრინციპულად შეცდომაა, როდესაც პოლიტიკოსს ჰგონია, რომ მედიასთან დაპირისპირებით, ის წარმატებას მიაღწევს. მედიასთან დაპირისპირება მთავრდება ყოველთვის კრახით, განსაკუთრებით საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც ჩვენი მოქალაქეები, ცხოვრობენ პოლიტიკური ინტერესებით, სამწუხაროდ, არა ერთი გამონათქვამი იყო რ2-ის წინააღმდეგ, ეს გამონათქვამები ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას და ფონს ტოვებს ჩვენს პარტნიორებში, ეს არის სტანდარტი, რომელიც მიუღებელია თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ეს კონტექსტი სამწუხაროდ უკვე დიდიხანია გრძელდება, მე არ ვაბამ ამ კონტექსტს სასამართლო პროცესს. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და თავისი დინამიკა აქვს, ამ პროცესს ვედავ შარშან შემოდგომიდან, როდესაც პოლიტიკოსების აფსოლუტურად აუწონელი გამონათქვამები იყო მიზეზი იმისა, ეს არის ის რეალობა რომელიც ებრძვის რუსთავი 2-ს " - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






