საქართველოსა და თურქეთის მთავრობები მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ
პოლიტიკა - 21:18, 19 Jul, 2016     1515

საქართველოსა და თურქეთის მთავრობები მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ - შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია ანკარაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოსა და თურქეთის მთავრობა თანამშრომლობას აღრმავებს ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის მიმართულებით. “საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ“ ახალი შეთანხმება, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ინვესტორებს ინვესტიციების განხორციელებაში, ასევე სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, შეთანხმების მონაწილე მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას.

სარკინიგზო ტრანსპორტის მეშვეობით სატვირთო გადაზიდვების და სამგზავრო გადაყვანების განვითარების მიზნით, ხელი მოეწერა „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სარკინიგზო გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ ჩარჩო შეთანხმების“ პროექტს.
ორი ქვეყნის მთავრობებს შეთანხმდნენ შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროებში თანამშრომლობაზე. შეთანხმებას ხელი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოაწერა. დღესვე თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს შორის, სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილმა მოაწერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42